საუბრები ბავშვებთან - სანდრო 11 წლის
03.06.2019დიდი ხანია აქ ვარ. ადრე ვმათხოვრობდი. მამაჩემი მაშინებდა. მასწავლიდა, ასე თქვი, პურის ფული არ მაქო და ფულს მოგცემენო. ოცი ლარი იშოვე და მომიტანეო. მეტროში რო შევიდოდით, „დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ“ და ასეთ რაღაცეებს ვიძახდი.
არ მომწონდა მათხოვრობა. თუ არ მივიტანდი ფულს, მირტყამდნენ. ერთხელ რო არ მივიტანე, აქეთ, მუცელზე ცხელი რაღაც დამადო და დამეწვა. აი, აქ მაქ შრამი.
ვიპარავდით, მანქანებს ვტეხავდით. ციოდა ხოლმე. ყუთები იყო ძირს, ბიძაშვილებს თხელი საბნები გვქონდა და იმეებს ვიფარებდით. ცეცხლი იყო შუაში, ერთმანეთს ხელებს ვკიდებდით და წეროებს ვთამაშობდით, ვერთობოდით.
ვღადაობდით რა, სიგარეტსაც ვეწეოდით, პლანსაც, წებოსაც. ვშეშდებოდი, ცუდად ვიყავი ხოლმე, სანამ არ დავიძინებდი, არ გამივლიდა. არ მომწონდა, მარა ვეწეოდი, მიჩვეული ვიყავი. დეიდაჩემი და მამაჩემიც ვერ მაწყნარებდნენ. დამარტყამდნენ, მარა ვერ ვგრძნობდი დარტყმას. ვაიმე, მერე ყველაფერი მტკიოდა ვაფშე.
[article=saubrebi-bavsvebtan-katerina-anastasia-elene-ana-da-sa