Ex moriente lux | გიორგი კეკელიძის წიგნზე
გიორგი კეკელიძის წიგნზე „წერილები ღმერთს და მამაჩემს“
ძალიან მოკლედ ამ წიგნზე: სევდიანი, კეთილი, თბილი და მაინც თანამედროვე.
პოეტს მესანგრესავით ყოველთვის ერთი ცდა აქვს, ერთ ჯერზე ერთი წერილის უფლება აქვს. ამიტომ სწერს პირველ საერთო წერილს ღმერთს და მამამისს. „სალამი, ღმერთო, ორი წლის წინ კაცი მოვიდა...“ ღმერთისადმი წერილი ბერძნულ დითირამბს ჰგავს, რომელშიც ღმერთი მხოლოდ ადრესატია, მან უნდა ისმინოს წასული გმირის ამბავი. გმირი – პოეტის მამაა, იქვე, „სამოთხეში ტყის განაპირას თხილის ძირებში ამოწვერილ ბალახებს თოხნის“. სამი თხოვნა აქვს პოეტს ღმერთთან, სიგარეტი მისცეს მამამისს (სიცოცხლეში უფულობის გამო მიატოვა და მალულად ეწეოდა), საკუთარი ნაოფლარის სუნი რომ არ ჰქონდეს, ისეთი პური აჭამოს და ერთხელ ჭადრაკში რობერტ ფიშერისთვის მოაგებინოს, „რომ მართლა სულად გადაიქცეს ეგ სული-გვამი“. ღმერთს ღმრთისა და კაცს – კაცისა. დანარჩენი წიგნი, დანარჩენი ცხოვრება არის სიცოცხლეში ბოლომდე ვერგამოთქმული სიყვარულის წერილი მამას. პოეზია იცნობს შვილისთვის მიწერილ ვრცელ წერილს (ოდისევსი