შიმშილობის ერთი თვე | შუქრუთელების პროტესტი
30.09.2024შუქრუთელები ნახევარ წელზე მეტია, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საკუთარ სოფელსა და სახლებზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
20 დღეზე მეტია, რამდენიმე ადამიანი პარლამენტის წინ შიმშილობს. 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
შუქრუთელები ღამესაც უწყვეტი აქციის მიმდებარედ მძიმე პირობებში ათევენ, ადგილზე მყოფი საპატრულო ეკიპაჟები კი მათ კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევენ.
მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დღიდან დღემდე უფრო მძიმდება.