სირცხვილი
- ბიჭებო, ლოპოტაზე როგორ გავიდე?
ერთერთი ბიჭი, საბუეს ბირჟიდან, ჩაწეულ ფანჯარასთან მოდის და მანქანის კარებს ეყრდნობა. ცოტა ხანი ფიქრობს.
- ეხლა გრემი იქნება, მერე მარცხნივ გაუხვევ, მერე კიდე მარჯვნივ და მიადგები.
- მადლობა, გაიხარე!
- არ შეგიშვებენ. სასტუმროში ბრონი თუ არა გაქ.
ამას ისე აყოლებს, რომ ვხვდები არაერთხელ უთქვამს, არაერთისთვის.
- ჰო, ვიცი, მარა შევაშვებინებ.
- არ გამოვა. ამბობს ბიჭი. მისი მშვიდი თვითდაჯერება გამოწვევას ჰგავს.
- ჯო, შენ რა გინდა? მე გამომივა! თავს ჩემი მგზავრებისკენ ვუქნევ.
საბუელი ბიჭი პირველად აკვირდება ტომს, რომელიც პასაჟირად მიზის, და კიტს, რომელიც უკანა სიდენიაზეა. მისი დაჭმუჭნული ტუჩებით ვხვდები რომ ეჭვი შეეპარა. პასუხის ნაცვლად მხრებს იჩეჩავს და უსიტყვოდ უბრუნდება ბირჟავიკებს.
- მადლობა! ვაძახებ მე, უკვე მოძრავი მანქანიდან, და ვაგრძელებ გზას გრემისკენ.
- What’d he say? (რა გითხრა?) - მეკითხება ტომი.
- Oh, the same thing I was saying. They are not gonna let us in, unless we have reservations at the hotel (იგივე, რასაც გეუბნებოდით, არ შეგვიშვებენ, თუ სასტუმრო არ გვაქვს დაჯავშნილი).
- It’s ok if we can’t get in (არა უშავს, თუ ვერ შევედით), - ამბობს უკნიდან კიტი, რომელისთვისაც წესების დარღვევა, და საერთოდ კონფლიქტი, შფოთის საბაბია.
- Yeah dude, – ამატებს ტომი. We just wanna hang out with you. Doesn’t matter where (ხო რა, ჩვენ შენთან გვინდა დროის გატარება, არ აქვს მნიშვნელობა, სად). - ვიცი რომ არ ტყუის და მართლა ჩემს სანახავად ჩამოვიდა, მაგრამ ოთხი წლის უნახავ მეგობარს, უნახავს ვერ გავუშვებ, ვმასავიკ ზატეინიკობ.
- Oh, shut the fuck up, you guys! - ვეუბნები, - It’s a nice fucking lake, I haven’t been there in like three years and I want to show it to my friends and have some fucking coffee. I’ll get us in. Hold on; let me just figure out this turn first (აუ, გეყოფათ რა, ეს დედამოტყნული, გადასარევი ტბაა, სამი წლის წინ ვიყავი ბოლოს და ძაან მინდა შეგიყვანოთ შიგნით ჩემი მეგობრები, ყავა მაინც დაგალევინოთ იქ. ჰოდა, დამაცათ, შევალთ, ჯერ მივაგნოთ).
ერთი მოსახვევიც და ლოპოტაზე შემავალ გზაზე ვდგებით. მოშორებით ვხედავ დარაჯის ახალაშენებულ ჯიხურს, და გზაზე უტიფრად გადმოკიდებულ შლაგბაუმს.
- Ok, here is the deal, guys. When we pull up to the guard, just be super American. I’ll pretend like I’m your driver (ეხა ნახეთ, რა უნდა ქნათ. დაცვასთან, რომ მივაყენებთ, ნაღდი ამერიკელებივით მოიქეცით, მე კიდე ვითომ თქვენი მძღოლი ვარ), - ვამბობ მე.
- You are our driver (ხო ხარ კიდეც ჩვენი მძღოლი), - ამბობს ტომი.
- And how are we supposed to be super American? (ნამდვილი ამერიკელებივით მოქცევა რას ნიშნავს?), - ამბობს კიტი.
- I’m not your driver, I’m driving you! And you know, just be quiet and exude privilege, which is to say, just be quiet (თქვენი მძღოლი არ ვარ, უბრალოდ საჭესთან ვარ! როგორ და, ჩუმად იჯექით და სახეზე გეტყობოდეთ პრივილეგია, რაც ჩუმად ჯდომითაც შეიძლება).
ამასობაში შლაგბაუმთან ვჩერდებით და მანქანაში შპილკაობაც ჩერდება.
დარაჯი დაახლოებით ჩემხელა, ჩემსავით შავგვრემანი, კაცია.
ვწევ ფანჯარას და შეძლებისდაგვარად მსუბუქი კახურით ვებუნები:
- გაუმარჯოს. აი, სტუმრები მყავს. სასტუმრო აინტერესებთ.
- ბრონი თუ არა გაქვთ, ვერ შეგიშვებთ.
- ჰო, ვიცი, ჰოდა ბრონი აინტერესებთ. ადგილები არის?
- მე არ ვიცი.
ამასობაში უკნიდან კიდევ ერთი მანქანა გვადგება.
- გადააყენეთ რა იქით, მთხოვს დარაჯი. ვემორჩილები, შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებ და მანქანიდან გადმოვდივარ, რომ მას მეჟდუ ნამი დაველაპარაკო.
უკან მდგომი მანქანა გვერდს გვივლის და შლაგბაუმთან მოწინავე პოზიციაში დგება. ინდოელების ოჯახითაა სავსე: ბებო, ბაბუ, დედა, მამა, სამი ბიჭი.
დარაჯი ცოტა ხანი მტოვებს და ინდოელების მძღოლის ფანჯარას უახლოვდება.
მე ჯიხურს ვეყრდნობი, სადაც ბოლომდე ხმაჩაწეულ ტელევიზორში ევროვიჟენის კონკურსის კლიპი მოჩანს. ვიღაცა ქართველს კარგად უმღერია და ახალ ამბებშია.
- ვერა, ვერა, ბრონის გარეშე ვერ შეგიშვებთ, - მესმის დარაჯის ხმა. მერე მესმის, რომ თხოვს მოტრიალდნენ. ოღონდ ამისთვის მე უფრო შორს უნდა გავწიო მანქანა. ჩემთან რომ ბრუნდება, ვასწრებ ლაპარაკს.
- ამერიკელები არიან. ტომისკენ და კიტისკენ ვაქნევ თავს. მესამე დღეა დამყავს. ჯერ სიღნაღში იყვნენ, მერე იქა, ენისელში, ბაგრატიონებთან. ამაზე რო გაიგეს ტბაო, მაინდამაინც იქ გვინდაო. მეც ვუთხარი, მეთქი მანდ წინასწარ უნდა დაჯავშნო თქო და ამათმა წამო იქნებ იყოს ადგილებიო. ხო იცი, მაინც ამერიკელები არიან. თუ ძმა ხარ, იქნებ დაურეკო, კითხო მაინც, იქნებ ერთი ოთახი მაინც არის?!
დარაჯის სახეზე წუხილი შფოთით იცვლება. ნაცრისფერი უნიფორმის უბის ჯიბიდან იღებს პატარა დასაკეც ტელეფონს. ცოტა ხანი დაბნეული უყურებს. ეტყობა არ უნდა უფროსის შეწუხება, მაგრამ უარზე პასუხისმგებლობაც ეთაკილება. ამერიკა ჭრის. მცირე ყოყმანის მერე ტრიალდება პრივატული სივრცის იმიტაციაში, და რეკავს.
საუბრის მხოლოდ მისი ნაწილი მესმის.
- ჰო, აი სტუმრებია, ოთახები აინტერესებთ. პაუზა. აი, ამერიკელები არიან. ცალკეც ინდოელები. პაუზა. კი, ბატონო. და ინდოელები? სახე ეჭმუჭნება. უბრალოდ, ესენი წინა დგანან, და ისინი, რომ შემოვუშვა ესენიც უნდა შემოვიდნენ. ინდოელებიც. ჰო, ჰო, ... მაშინ ორივე, ჰო?
სანამ შლაგბაუმს აწევს, მიტრიალდება და მეუბნება:
რო დააპარკინგებ იქვეა ოფისი. გოგოები ზიან და ოთახზე გეტყვიან. თუ ადგილები არ არის ეგრევე უკან წამოდით, ხო?
მადლობას ვეუბნები და ვჯდები მანქანაში. გზა უკვე ღიაა და ინდოელების ოჯახი წინ მიდის. მეც ჩაწეული ფანჯრიდან ერთხელაც ვუწევ დარაჯს ხელს. რამდენიმე მეტრიც და ლოპოტას კერძო საზღვარს გადავლახავთ, გავცდებით შლაგბაუმს და მუნჯ ტელევიზორს. მაგრამ, სანამ მოძრავ მანქანაში დარაჯის ხმა კიდევ ისმის, ერთსაც გვაძახებს.
- არ შემარცხვინოთ, ამბობს დარაჯი და მისი სახე მანქანის სარკიდან ქრება.
ცოტა ვიბნევი, მაგრამ გზა ყურადღებას ფანტავს და მალე მანქანას სასტუმროსგან გამოყოფილ ოფისთან ვაჩერებ. პირდაპირ ტბის პირა კაფეში ვჯდებით. ვუკვეთავთ ყავას. ახალგაზრდა ოფიციანტი იღებს შეკვეთას და სუფთა ინგლისურით გვეკითხება:
- Are you guests of the hotel? (სასტუმროს სტუმრები ბრძანდებით?)
- არა, - ვპასუხომ მე, - უბრალოდ ყავა გვინდა. პრობლემაა?
- არა, რას ამბობთ, - ამბობს ოფიციანტი და სწრაფი ნაბიჯით უბრუნდება ბარს. საიდანღაც მშენებლობის ხმა მოისმის.
- You know, there was a time when there was nothing here (იცი, ცოტა ხნის წინ აქ სულ არაფერი არ იყო), - ვეუბნები კიტს, - This was like a national park. And then they sold it off, because the developer promised to create jobs (აქაურობა ნაკრძალს ჰგავდა. მაგრამ მერე გაყიდეს, დეველოპერმა პირობა დადო, რომ სამუშაო ადგილებს შექმნიდა).
- Development, huh? (ესე იგი, განვითარებაო, ხო?), - ამბობს ტომი, და ტბის გარშემო ამოსულ კოტეჯებს აყოლებს თვალს.
- Yup, development, - ვამბობ მე, - Do you like it? (ხო, განვითარებაო, მოგწონს?)
- It’s lovely (მშვენიერია), - ტყუის კიტი.
- It’s fine (არა უშავს), - ამბობს ტომი, - You know we’re here to see you, right? (ხომ გახსოვს, ჩვენ აქ შენს სანახავად ვართ).
- I know, Tom, I missed you, too (ვიცი, ტომ, მეც მომენატრე).
კიდევ ერთ საათს ვსხედვართ, რადგან შემოპარვას გამართლება უნდა, არადა რატომღაც მეჩქარება წასვლა. ცოტა ხანში კიტი თავისით კითხულობს, ხომ არ წავიდეთო და ყველა უსიტყვოდ ვდგებით.
დარაჯზე ფიქრი უკანა გზაზეც არ მასვენებს და მეგობრებს ვუზიარებ.
- “არ შემარცხვინოთ” kinda means “don’t embarrass me,” but it’s more like “don’t bring shame upon me.” (“არ შემარცხვინოთ” თითქოს იმას ნიშნავს, უხერხულობაში არ ჩამაგდოთ, მაგრამ უფრო იმას ნიშნავს, თავი არ მომჭრათ.)
“Woah,” (ვაჰ) - ამბობს ტომი.
“Yeah,” (ჰო) - ვამბობ მე, - რამდენიმე წუთში წინ ისევ შლაგბაუმია. ვტოვებთ ლოპოტას. ფანჯარასთან ვიღაც უცნობი დარაჯი მოდის. ესეც ნაცრისფერ უნიფორმაში.
- ის სად არის, აქ რო იყო?
- ვინა კაცო? - ამბობს დარაჯი.
არ ვიცი, როგორ ავუხსნა. აღარც ვუღრმავდები და ვაგრძელებთ გზას.
“Do you think that he was fired, or something?” (მოიცა, სამსახურიდან გაუშვეს, ან რამე ეგეთი...?) - კითხულობს კიტი.
“Or something…” (რამე ეგეთი...) - ვიწყებ და ვეღარ ვამთავრებ.