სიტყვები, რომლებიც ბომბებზე ხმამაღლა ისმის
1950-იანი წლების ნიუ იორკში ორ ქალს უყვარს ერთმანეთი. დიახ, ასე უბრალოდ და ჩვეულებრივად. ტოდ ჰაინსის „კეროლი“ არც მხოლოდ რუნი მარასა და კეიტ ბლანშეტის თამაშის და არც მხოლოდ თემის გამო არ ყოფილა 2015 წლის გამორჩეული ფილმი, არამედ – სწორედ იმ უბრალოებისა და სისადავის გამო, რომელსაც კინოკრიტიკოსები ხაზს უსვამდნენ და რომელიც კინოთეატრ „ამირანში“ მჯდომმა მაყურებელმაც შენიშნა.
„კეროლის“ ჩვენება თბილისის მე-16 კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო. ეს ფილმი ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსიზმის თემატიკით ეხმიანებოდა ფესტივალზე ნაჩვენებ რამდენიმე სხვა ფილმს. ამიტომ დავასკვენი, რომ ამდენ განსხვავებულ ტიპის ქალს, თავიანთი თემებით, ხედვით, გრძნობით, ფიქრით, თუ თბილისის კინოფესტივალზე არა, სხვაგან ვერსად ვნახავდი.
აი, თუნდაც შელი (ლორენ მაქუინი) – 16 წლის დაბნეული, თუმცა ძლიერი გოგონა, რომელსაც ყველა მხრიდან მოძალადეების მოგერიება უწევს – ძმის, მამის აჩრდილის, მაიკის (სტივენ ლორდი), რომელიც ფულით და კომფორტით ცდილობს მის ცდუნებას. შელი ბრიტანელი მწერლის ჰელენ უოლშის პირველი კ