გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სოციალისტური შრომის გმირები

საბჭოთა კავშირში სოციალისტური შრომის გმირის წოდება 1938 წელს შემოიღეს. საპატიო წოდება ენიჭებოდათ მათ, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, კულტურისა თუ მეცნიერების განვითარებაში და, როგორც 1938 წლის დადგენილებაში წერია, „საბჭოთა კავშირის ძალაუფლებისა და დიდების განმტკიცებაში“.

ბოლო მონაცემებით, სსრკ-ის უმაღლესი ჯილდოს, ლენინის ორდენისა და ოქროს მედლის („ნამგალი და ურო“) მფლობელი, ქვეყნის მასშტაბით, 20.605 ადამიანი იყო. ეს რიცხვი კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გამორჩეული ადამიანი უნდა ყოფილიყო სოციალისტური შრომის გმირი მრავალმილიონიან ქვეყანაში. დღევანდელი გადასახედიდან, შრომით საქმიანობაში განსაკუთრებული წარჩინების მქონე სოციალისტური შრომის გმირები სუპერმენებად გვევლინებიან, რომლებსაც ათასობით ცენტნერი სიმინდი მოჰყავდათ, ან ტონობით ჩაის კრეფდნენ ერთ ჰექტარზე.

საქართველოს ეროვნულ არქივში ასეთი მოქალაქეების ასობით ფოტო ინახება. მათ შორის ნახავთ თამარ ყუფუნიას სურათს, რომელსაც ამ ნომერში გთავაზობთ. მას, როგორც ორგზის სოციალისტური შრომი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა