საბჭოთა მოდა | ნინო ძანძავა
„მოდა (ფრანგ. მოდე), კულტურის ან საყოფაცხოვრებო სფეროში მოკლე ხნით გაბატონებული გემოვნება. სტილისაგან განსხვავებით, მ. ხასიათდება ხანმოკლე და ზედაპირული ცვლილებებით. ტერმინი „მ.“ იხმარება აგრეთვე სწრაფწარმავალი პოპულარობის აღსანიშნავად“.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 1984 წელი, მეშვიდე ტომი.
„მოდის“ ეს მცირედი ენციკლოპედიური აღწერა საბჭოთა პროპაგანდისტულ სულისკვეთებასაც იტევს. მოდურობა დასაძრახი იყო. ინდივიდუალური სტილი – გასაქრობი. სისტემა მოქალაქეებს უნიფორმიზაციისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ამ დეკლარირებული განწყობის მიღმა, მაინც არსებობდა სულ სხვა დამოკიდებულება მოდის მიმართ. მოქალაქეებს სურდათ, ჩაეცვათ განსხვავებულად, ჰქონოდათ ის, რაც საბჭოთა უნივერმაღებში არ იყიდებოდა, ამიტომ მკერავებთან დადიოდნენ, „პრიმერკებზე“ უამრავ საათს ხარჯავდნენ.
„დომ მოდ“ – ეს იყო ზღაპრული გარემო, სადაც დასველებულ ნაჭრებზე გადასმული გავარვარებული უთო ჯადოსნურ ოხშივარს და ამ ოხშივრის თანმ