გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სოფლის თავი | ბაბო, ელბაქიაანთკარი

ბაბო, 87 წლის, ელბაქიაანთკარი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 2008. 

შვილიშვილებსა, ბოდიში თქვენთანა, სულ ფეხებზე ჰკიდიათ. დაინგრეს, წამოდიო ჩვენთანაო. მე არ მივდივარ. მე იქაცა ვარ ჩაწერილი, მარტო აქ კი არა ვარ. პენსია იქა მაქვს, თუ მაქვს 11 ათასი მანეთი. აბა, აქ რა პენსია არი. მზე საიდანაც დაგათბობს, ბეჭებს იქ მიუშვერ. 

ერთი წელი ვიყავი ორჯონიკიძეში. წავედი, რომ დაიწყო ომი მაშინ (2008) და დავბრუნდი ისევა. ჩიტი სადაც დაიბადებაო, ხო იცით. მე ჩემი სახლი მინდოდა. იქ კარგი ცხოვრება კი გვქონდა უფრო. შვილები დარჩნენ, ბინები მამცეს და დავტოვე სუყველანი. ხუთივე.  არ უნდოდათ და არ წამოვიდნენ.

აწი რაღა უნდა მოხდეს. გაატყავეს, გაძარცვეს ხალხი მაშინ.  ჩემთანაც მოვიდნენ 91-ში, მაგრამ  არაფერი არ წაიღეს. მეხი იმათ დაეცეს. დრო რო მიდის, ავიწყდება ეს რაღაცა ადამიანსა. 

მე ეხლა გოგრა მოვიყვანეი. 130 გოგრა მომივიდა. რაც ჩვენ გოგრა ვჭამეთ მეზობლებმა. მე მიყვარს, რომ მოვა მეზობელი. ღამე მოდიან ხოლმე და ვჯდებით, ვსაუბრობთ ხოლმე. და შენ იცი როგორა ვნერვიულობთ რომ ვიხსენებთ ამ ამბებსა? იცი როგორი ცხოვრება მქონდა? აღარაფერი აღარ დატოვეს.

____________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“

ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან
ინტერვიუ ჩაიწერა თეო ქავთარაძემ
ტექსტი: ნინო ლომაძე
თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა