
სრული დასაქმება მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში | ჯოზეფ სტიგლიცი
ფრაგმენტები წიგნიდან „ხალხი, ძალაუფლება და სარგებელი“.
მეოცე საუკუნეში ადამიანებზე ძლიერი მანქანები შევქმენით. ახლა კი ისეთი მანქანების შექმნა შეგვიძლია, ადამიანებზე უკეთესად რომ გაართმევენ თავს ყოველდღიურ სამუშაოს. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემაც უფრო დიდია, ვიდრე უწინ. შეგვიძლია ისეთი მანქანები შევქმნათ, რომლებიც მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებულ ამოცანებს კი არ შეასრულებენ ადამიანებზე უკეთესად, არამედ უფრო მეტს ისწავლიან – გარკვეულ სფეროებში