"შტრაიკბრეხერი" - "გაფიცვა"
20.02.2019ფილოლოგიური კოლაჟი ორი უცხო სიტყვით
0.
„1896 წლის ზაფხულში ჩვენმა პარტიამ მოაწყო გაფიცვა ენფიანჯიანცის პაპიროსის ქარხანაში. აქაც მოთხოვნები წმინდა ეკონომიური იყო. ამ ქარხანაში მეტი ნაწილი შეუგნებელი მუშები იყვნენ, ყარაჩოხელი ბიჭები. გაფიცვა რომ კარგად ჩატარებულიყო და შტრეიკბრეხერები არ გამრავლებულიყვნენ, ჩვენ ვაწყობდით გაფიცულთა კრებებს ქალაქის გარეთ, ღამით. მახსოვს, პირველ კრებაზე რამდენიმე ამხანაგის შემდეგ ილაპარაკა მიხა ბოჭორიშვილმა. მიხა უკვე კარგად მომზადებული პროპაგანდისტი იყო. ყარაჩოხელი ბიჭები გაკვირვებით უსმენდნენ მიხას, რადგან ისინი რამდენიმე წლის წინათ იცნობდნენ მას, როგორც უბრალო ძმაბიჭს; როდესაც მიხამ რამდენჯერმე იხმარა: „ექსპლოატაცია“, „კონცენტრაცია“, „ექსპროპრიაცია“ და სხვა უცხო სიტყვები, ერთი განიერ-შარვლიანი მუშა ეუბნება მეორეს: „ბიჭო, ერთი უცქირე მაგ პირძაღლ მიხაკოს, როგორ ჩეჩქივით აყრის ზაგრანიჩნი სიტყვებსო“. ბოლოს ილაპარაკა არაქელამ. ის ლაპარაკობდა სწორედ განიერ-შარვლიანების ენაზე და ისეთი აღტაცება გამოიწვია მსმენელებში, რომ ის ს