გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სულ სხვა ედემის ბაღში | ლიანა, ნეაპოლი

ლიანა, 58 წლის, ნეაპოლი

1993 წლის 27 სექტემბრამდე, ჩემი პირადი ზღვა მქონდა. ეს ხდებოდა გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში. მიწიერი სამოთხე იყო ჩემი სოფელი, მქონდა ეზო, რომელიც პირდაპირ პლაჟზე გადიოდა. ვცხოვრობდით ბედნიერად და ვერც წარმოგვედგინა, რომ სხვაგან მოგვიწევდა წასვლა. ბოლო წუთამდე იქ ვიყავით. მხოლოდ ძლიერი დაბომბვების დროს მოგვიხდა ორჯერ გასვლა – ერთხელ თბილისში გავერიდეთ, ერთხელ – ხარაგაულში, დედაჩემის ნათესავებთან. მერე, ომის დამთავრებამდე, ხალხი ისევ უკან დაბრუნდა, სწავლა დაიწყო და გვეგონა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მოქმედებს. აქედან ერთ თვეში დაეცა სოხუმი. ანუ ჩაგვიტყუეს, ასე გამოვიდა.

მერე მოადგა ჩვენს ნაპირს სამხედრო გემი და ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. ვერც დავთვლი, ჩვენს ეზოზე იმ დღეებში რამდენმა ადამიანმა გადაიარა. თავიდან მე და ჩემი და არც ვფიქრობდით წასვლაზე, მაგრამ რომ ვნახეთ, სამხედროების დიდი ნაწილიც გადიოდა 25-26 რიცხვებში, მერე უკვე ჩვენც დავიწყეთ ჩაბარგება. ორ-ორი ჩანთა მოვამზადეთ, მხოლოდ საველე ნივთები, რადგან არ ვიცოდით, სად დაგვი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა