შუქი მოვიდა! თბილისური მინიატურები მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოდან
მიშო მღვდლიაშვილი
13 წლის
ის, რაც არ მინდოდა, რომ მეთქვა
‒ მორჩა, მივდივარ!!! ‒ ყვირის ნიკა.
‒ სადაც გინდა, იქ წადი, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ!
ნიკამ ყველაფერი ჩანთაში ჩატენა, რაც ხელში მოხვდა. დედა მამას აწყნარებდა და ცდილობდა, შვილი გაეჩერებინა. ნიკამ თავისი მაინც არ დაიშალა. ცოტა ხანში დედა და ნიკა ტაქსით დედას ძმისშვილებთან წავიდნენ. ტაქსიში არცერთს ხმა არ ამოუღია. ნიკა ბიძაშვილებთან ძაან ახლოსაა, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ნიკა მხიარულად ცხოვრობდა იქ, მამა არც ახსენდებოდა. ხანდახან დედა ჩაურტყამდა ხოლმე, წავიდეთ, როდემდე უნდა ვიყოთ ასეო. ამ დროს ნიკა მოიწყენდა, მამას ნუ მახსენებო, ‒ ეტყოდა და სხვა ოთახში გავიდოდა. ნიკას ორი ძმა ჰყავს, დიდები. შუათანა მოდიოდა და ეუბნებოდა, წამოდიო, სირცხვილია აქო, მამა ხანდახან ცუდად იქცევა, მარა სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც მამააო. ნიკას ამაზე გული უჩუყდებოდა და უფრო ბრაზდებოდა მამაზე.
ნიკას წამოსვლიდან ერთ თვეში ეს ამბავი დიდმა ძმამ გაიგო. ნიკას უფროსი ძმა, ვაკო, გერმანიაშია წასული ს