გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კინო და ცენზურა
თეგები: #ცენზურა

კინო და ცენზურა 8 | სხვა მხარეს – აზია

ნაწილი 8

1912 წელს ინდოელი მხატვარ-ლითოგრაფი დადასახებ ფხალკე ლონდონში გაემგზავრა, კინოაპარატურა შეიძინა, სამშობლოში ჩაიტანა და პირველი ინდური ფილმის გადაღება დაიწყო. სათაური ჯერ კიდევ გადაღებამდე მოიფიქრა – „რაჯა ხარიშჩანდრა“, თუმცა გადაღებები გაუჭიანურდა: ინდოელ ქალებს სანახაობებში, მით უმეტეს კინოში, მონაწილეობას კანონი უკრძალავდა. არადა, ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რაჯას მეუღლეა, მშვენიერი დედოფალი, რომელსაც ხარიშჩანდრა ბრძენის მოთხოვნით ემიჯნება. ბოლოს და ბოლოს გადამღებმა ჯგუფმა ახალგაზრდა მამაკაცს მიაგნო, რომელმაც წვერი გაიპარსა და ქალის როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ფხალკემ მოკლე დროში დაახლოებით 100 ფილმი გადაიღო და შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაუყარა ჟანრს, რომელიც ლამის დღემდეა პოპულარული ინდოეთში.

გარგი ბალვანტი, ინდური კინოს პირველი ისტორიკოსი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში წერდა: „ინგლისის მკაცრი ცენზურა მხატვარს არ აძლევდა საშუალებას, გამოეყენებინა თანამედროვე თემატიკა, რადგან თანამედროვეობის ჩვენებით ფილმში ძალაუნებურად აისახებოდა სოც

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა