ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #LGBTQ

თბილისის კონფლიქტური სამეზობლოები და ნაციონალიზმის საფრთხე

„პიდარასტების, რა­ღაც ელ­ჭი­პი­ტი არ­სე­ბე­ბის, წა­დე­ბი­ლო ელე­მენ­ტე­ბი­სა და სი­რის­ტი­ა­ნი ხალ­ხის სა­ყუ­რადღე­ბოდ მინ­და ვთქვა,
არ გა­ბე­დოთ გუ­და­ურ­ში ამოს­ვ­ლა და კა­ზან­ტი­პი­სა თუ რა­ღა­ცის დომ­ხალ ცვან­ცე­ბის მოწყო­ბა თო­რემ ყაზ­ბე­გი­დან მა­ხე­ვე­ე­ბის მთე­ლი ლაშ­ქა­რი მო­დის, ექა გა­და­სა­ხედ­ზე მთი­უ­ლებს აქვთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­მაგ­რე­ბუ­ლი, გე­ლო­დე­ბი­ან და თქვე­ნი დე­დე­ბის ძვლე­ბის
რა­ხა­რუ­ხი და ლეწ­ვა ას­ტყ­დე­ბა ვერ მა­გის­წ­რებთ ვერ­ცერ­თი სას­წ­რა­ფო მგლის დაგ­ლე­ჯი­ლებს დე­ემ­გ­ვა­ნე­ბით!“
მთი­სა ყვე­ლაშ­ვი­ლი ‒ ფე­ის­ბუკ­პოს­ტი

1. წარ­მო­სახ­ვი­თი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ევ­რო­პა­ში

აიეტ­სა და მე­დე­ას, ორ ქარ­თ­ველ გუ­ლან­თე­ბულ სტუ­დენტს, ევ­რო­პა­ში ჩას­ვ­ლის შემ­დეგ კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი და­ეწყოთ: ახალ­გაზ­რ­დებ­მა და­სავ­ლეთ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მე ვარ ქარ­თ­ვე­ლი = მე ვარ ევ­რო­პე­ლი, სუ­ლაც არაა უნაშ­თო არით­მე­ტი­კა. „მე“ და „ევროპა“ არაა ერ­თი, არა­მედ მათ შო­რის დგას გა­და­უ­თარ­გ­მ­ნე­ლი და ენით გა­მო­უთ­ქ­მე­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. აიეტი ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბად აღიქ­ვამს ‒ მან „ევროპა“ „საქართველოს“ ან­ტი­თე­ზად გად­მო­თარ­გ­მ­ნა: აიეტის გო­ნე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ­მა აზ­რებ­მა მო­იც­ვა ‒ ევ­რო­პა მის იდენ­ტო­ბას გა­მო­ე­ყო და და­ფიქ­სირ­და, რო­გორც უცხო. აიეტ­მა უკან და­ი­ხი­ა, თა­ვი წარ­სუ­ლის­კენ მი­აბ­რუ­ნა: ის მი­იჩ­ნევს, რომ და­სავ­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ზრახ­ვებს მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა შე­ა­კა­ვებს. თუმ­ცა, ზუს­ტად იმი­ტომ, რომ მი­სი მზე­რა წარ­სულ­ში იც­ქი­რე­ბა და იქ წი­თე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ხვდე­ბა, ხში­რი­ა, რომ აიეტის ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი პრო­რუ­სულ დის­კურსს ებ­მის [1]. მი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბა ლო­კა­ლურ ნიშ­ნებს აცოცხ­ლებს და ერ­თ­მა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. ასე­თე­ბი­ა: ჯვა­რი, წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვის ქვე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­და­რი… ეს ყვე­ლა­ფე­რი აიეტს კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის დად­გე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა.
გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას მე­დე­აც წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბად აღიქ­ვამს, თუმ­ცა, აიეტ­თან შე­და­რე­ბით, ის სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ას ირ­ჩევს. მი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბა გლო­ბა­ლურ­მა ნიშ­ნებ­მა და სიმ­ბო­ლო­ებ­მა მო­იც­ვა: ფე­რა­დი დრო­შა, მწვა­ნე ფო­თო­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა, პა­რი­ზის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და ბერ­ლი­ნის კედ­ლის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბი. მე­დეა სა­კუ­თარ თავს ხე­დავს, რო­გორც უფ­რო გლო­ბა­ლურს, ვიდ­რე ‒ ლო­კა­ლურს. მე­დეა მი­იჩ­ნევს, რომ „მე-ს“ და „ევროპას“ შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და­სავ­ლე­თის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. მან იცის, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის თა­ვი და თა­ვი საბ­ჭო­თა წარ­სულ­ში იმა­ლე­ბა, ხო­ლო გო­ნივ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ის შე­იძ­ლე­ბა და­იძ­ლი­ოს.

დის­კურ­სე­ბი, რომ­ლებ­საც აიეტი და მე­დეა წარ­მო­ად­გე­ნენ, ყვე­ლას კარ­გად მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა: ლო­კა­ლუ­რი vs გლო­ბა­ლუ­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი vs პრო­და­სავ­ლუ­რი… თით­ქ­მის ყო­ველ­დღი­უ­რად, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ეკ­რა­ნებ­სა თუ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, ვხე­დავთ, რო­გორ კა­მა­თო­ბენ აიეტი და მე­დე­ა, რაც ხან­და­ხან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ხე­საც იღებს: აიეტი მე­დე­ას ხან სკა­მით, ხა­ნაც კომ­ბ­ლით დას­დევს. მე­დე­ას კი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის ეში­ნი­ა, რომ ერთ დღეს აიეტ­მა რუ­სუ­ლი ჩექ­მე­ბით არ გა­და­უ­ა­როს.
პა­რა­დოქ­სი­ა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი მსგავ­სი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ, აიეტი და მე­დეა სულ უფ­რო და უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს და კონ­ფ­ლიქ­ტურ სა­მე­ზობ­ლო­ე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან: ეს უფ­რო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ან, გნე­ბავთ, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სა­მე­ზობ­ლო­ე­ბი­ა, ვიდ­რე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი (Bhabha, Schulze-Engler, Malreddy & Karugia, 2018, p. 714). აიეტ­სა და მე­დე­ას შო­რის გა­დე­ბუ­ლია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის სა­დე­მარ­კა­ციო ხა­ზი, რო­მე­ლიც ისე­თსავე დაბ­რ­კო­ლე­ბას ქმნის, რო­გორ­საც ამე­რი­კი­სა და მექ­სი­კის, ან­და ამე­რი­კი­სა და მუს­ლი­მუ­რი სამ­ყა­როს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საზღ­ვა­რი (Bhabha, Schulze-Engler, Malreddy & Karugia, 2018, p. 713).

აიეტი და მე­დე­ა, ორი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი, და­პი­რის­პი­რე­ბულ ბა­ნა­კებ­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ახ­ლა ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის უცხო­ნი არი­ან. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ხან კლუ­ბე­ბი და ნარ­კო­ტი­კია (12 მა­ი­სი), ხან LGBTQ თე­მე­ბი (17 მა­ი­სი) და ხა­ნაც პარ­ლა­მენ­ტ­ში რუ­სი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნა (20 ივ­ნი­სი). თუმ­ცა, ეს და­პი­რის­პი­რე­ბის ფორ­მე­ბი მხო­ლოდ აის­ბერ­გის ხი­ლუ­ლი წვე­რია ‒ წყლის ქვეშ თუ ჩავ­ყ­ვინ­თავთ, შევ­ნიშ­ნავთ, რომ მთა­ვა­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ლო­კა­ლუ­რი­სა და გლო­ბა­ლუ­რის ჯახ­ზე დგას, რის გა­სა­გე­ბა­დაც სა­ჭი­როა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნა­კა­დე­ბის ანა­ლი­ზი.

2. გლო­ბა­ლუ­რი­სა და ლო­კა­ლუ­რის ჯა­ხი

მო­დერ­ნიზ­მი­სა და კო­ლო­ნი­ა­ლიზ­მის შე­დე­გად, პო­ლი­ტი­კურ კომ­პას­ზე ორი ძი­რი­თა­დი ვექ­ტო­რი გა­მო­ი­სა­ხა: გლო­ბა­ლუ­რი და ლო­კა­ლუ­რი. ეს ორი პო­ლუ­სი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის ველს ქმნის, სა­ი­და­ნაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, იდე­ო­ლო­გი­ე­ბი, დის­კურ­სე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, პროგ­რე­სი და რეგ­რე­სი, დრო და სივ­რ­ცე გარ­კ­ვე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვით ითარ­გ­მ­ნე­ბა. ჩვენ­თა­ნაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ფრაგ­მენ­ტუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ტო­მე­ბი მი­ვი­ღეთ, მა­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც შეგ­ვიძ­ლია გლო­ბა­ლუ­რი ან ლო­კა­ლუ­რი ქოლ­გის ქვეშ გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ [2]. ჩვენ­თან გლო­ბა­ლუ­რი ტო­მი პრო­და­სავ­ლუ­რად გა­ფორ­მ­და, ლო­კა­ლუ­რი ტო­მი კი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის გზას დას­დ­გო­მი­ა, რო­მე­ლიც, რო­გორც ვთქვით, ხში­რად, რუ­სულ­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლურს ერ­თ­მა­ნეთ­ში ურევს, შე­დე­გად კი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის რუ­სულ ჰიბ­რი­დებს აწარ­მო­ებს.
საქ­მე ისა­ა, რომ ის გლო­ბა­ლუ­რი და ლო­კა­ლუ­რი ვექ­ტო­რე­ბი, რომ­ლი­თაც აიეტი და მე­დეა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ და სა­ი­თაც მოძ­რა­ო­ბა მათ ათე­უ­ლო­ბით წლე­ბის წინ და­იწყეს, დღეს უკ­ვე აღარც კი არ­სე­ბობს. ერ­თი მხრივ, შე­უძ­ლე­ბე­ლია დაბ­რუ­ნე­ბა ლო­კა­ლურ მი­წა­ზე, მე­ო­რე მხრივ, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­სავ­ლუ­რი პა­რა­დიგ­მის გლო­ბა­ლუ­რი გან­ვ­რ­ცო­ბა. რო­გორც ლა­ტუ­რი აღ­ნიშ­ნავს, ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ფრე­ნას ჰგავს: და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წერ­ტი­ლი გლო­ბა­ლუ­რი გვქონ­და, თუმ­ცა პი­ლოტ­მა გა­მო­აცხა­და, რომ გლო­ბა­ლუ­რი გაქ­რა; თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა ლო­კა­ლუ­რის­კენ და­ი­გეგ­მა, თუმ­ცა, პი­ლოტ­მა კი­დევ ერ­თხელ გვამ­ც­ნო, რომ ლო­კა­ლუ­რი მი­წაც აღარ არ­სე­ბობს (Latour, 2016a). სად უნ­და დაფ­რინ­დ­ნენ აიეტი და მე­დე­ა, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი­ა: ნე­ბა მოგ­ვე­ცით, ამ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი რე­ი­სის „შავი ყუ­თი“ გავ­შიფ­როთ.
ამ­ბა­ვი მე­დე­ა­სი: მარ­თა­ლი­ა, გლო­ბა­ლუ­რი პა­რა­დიგ­მა კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ემ­ხ­რო­ბა, თუმ­ცა, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ სჯე­რა, რომ ყვე­ლა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა შე­საძ­ლოა „ევროპამ“ თა­ვის თავ­ში და­ი­ტი­ოს. დე­კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის თე­ო­რი­ებ­მა, 2008 წლის ეკო­ნო­მი­კურ­მა კო­ლაფ­ს­მა და მიგ­რან­ტე­ბის კრი­ზის­მა, გლო­ბა­ლუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში და­სავ­ლე­თიც და­ა­ეჭ­ვა.

ცი­ვი ომის შემ­დ­გომ, ის­ტო­რი­ა, რო­მე­ლიც დას­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ჩან­და და ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის გლო­ბუს­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სა­კითხი გვე­გო­ნა, დღეს ლო­კა­ლუ­რის­კენ და­იძ­რა. ბრი­ტა­ნე­თი, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რის ერ­თ­-ერთ მთა­ვარ დრა­ი­ვე­რად გვევ­ლი­ნე­ბო­და, ბრექ­სიტ­მა ლო­კა­ლურ კუნ­ძუ­ლად აქ­ცი­ა… იმა­ვე ლო­კა­ლუ­რის­კენ შე­მობ­რუნ­და ტრამ­პის ამე­რი­კაც. მა­ი­სის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­მაც უჩ­ვე­ნა, რომ ულ­ტ­რა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ძა­ლე­ბი მოძ­ლი­ერ­დ­ნენ იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სლო­ვე­ნი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, უნ­გ­რეთ­სა თუ პო­ლო­ნეთ­ში. თუ ლო­კა­ლუ­რის რე­ვან­ში ასე მწვა­ვედ ურ­ტყამს ას­წ­ლო­ვან დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­ს­ტი­ტუ­ტებს, რო­გორ გა­და­ი­ტანს მას ღა­რი­ბი პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30-წლიანი ის­ტო­რი­აც კი არ აქვს? რო­გორ ახ­ს­ნას მე­დე­ამ ევ­რო­პის ლო­კა­ლუ­რო­ბა? „ევროპას, რო­მე­ლიც პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­ამ­დე რე­დუ­ცირ­და, კი­დევ შეს­წევს უნა­რი, სხვა ძა­ლებს ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი ჩარ­ჩო შეს­თა­ვა­ზოს, სა­დაც მა­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მო­თავ­ს­დე­ბა“ (Latour, 2016b, p. 310). მე­დე­ას ამ კითხ­ვე­ბის­თ­ვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა, დღეს თუ არა, ხვალ მა­ინც მო­უ­წევს.

ამ­ბა­ვი აიეტი­სა: რაც შე­ე­ხე­ბა აიეტის ლო­კა­ლურს, ის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გლო­ბა­ლურ­ზე რე­აქ­ციაა და, მე­დე­ას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ძა­ლა­დო­ბის დიდ საფ­რ­თხეს შე­ი­ცავს. ბა­ბა მსგავს ლო­კა­ლუ­რო­ბას „ტომურ ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მად“ ან „შეუძლებელ ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მად“ მო­იხ­სე­ნი­ებს. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ აუცი­ლე­ბე­ლი­ა, თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ტალ­ღა გან­ვას­ხ­ვა­ოთ მე-19 სა­უ­კუ­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის­გან, რო­მე­ლიც ერთ დროს სა­ხელ­მ­წი­ფოს კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა იყო. მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, „შეუძლებელი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი“ გარ­და­უვ­ლად ძა­ლა­დობ­რი­ვი­ა, რად­გან „ეს ის ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­ა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს მხო­ლოდ ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დი­თა და ძა­ლა­დო­ბით გა­მო­ხა­ტავს. ისი­ნი თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ულ ინ­ს­ტინ­ქ­ტებს იმ გზე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ, რო­მე­ლიც უცხოს გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯ­ზე სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა“ (Bhabha, Anfeng, 2009, 168). „შეუძლებელი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი“ აიეტს ჰობ­სი­ა­ნურ მაქ­ცი­ად აქ­ცევს, რო­მე­ლიც მე­დე­ას და მის მე­გობ­რებს ემუქ­რე­ბა „მგლის დაგ­ლე­ჯი­ლებს დე­ემ­გ­ვა­ნე­ბი­თო“.

მსგავ­სი ტი­პის ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ქმნის ილუ­ზი­ას, რომ აუთენ­ტუ­რო­ბა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია უცხოს­თან მკვეთრ გა­მიჯ­ვ­ნა­ში ვი­პო­ვოთ. აიეტს სჯე­რა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი უპ­როგ­ნო­ზო, ქა­ო­ტუ­რი, სა­ში­ში, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი გლო­ბა­ლუ­რი ნა­კა­დე­ბის­გან იხ­ს­ნის. რო­გორც ბა­უ­მა­ნი მი­უ­თი­თებს, ჩვე­ნი დრო­ის მთა­ვა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რი­სა­ა: ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია უსაფ­რ­თხო­ე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას ამ­ცი­რებს, ხო­ლო უსაფ­რ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ჩვენს მე­ამ­ბო­ხე ხე­ლებ­ზე ბორ­კი­ლე­ბად გვე­დე­ბა. ამი­ტო­მაც, ბა­უ­მან­მა თხე­ვა­დი დრო­ის, ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მთა­ვარ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნიშ­ნად გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა გან­საზღ­ვ­რა (Bauman, 2013). რო­გორც ჩანს, აიეტი მთლი­ან ფსონს უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე დებს და იწყებს „უცხოს“ წმენ­დის სა­მუ­შა­ოს, რაც თხე­ვა­დი, უპ­როგ­ნო­ზო, რის­კი­ა­ნი და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ეპო­ქის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და გა­ყინ­ვის ძა­ლა­დობ­რი­ვი მცდე­ლო­ბა­ა.

რა­საც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ვხე­დავთ, არის „შეუძლებელი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტალ­ღა: აიეტი მე­ზო­ბელ მე­დე­ას მკაცრ საზღ­ვარს უწე­სებს ‒ ის ცდი­ლობს, ააშე­ნოს კე­დე­ლი „მე-სა“ და „უცხოს“ შო­რის, ნამ­დ­ვილ ქარ­თ­ველ­სა და გლო­ბა­ლურ ჰიბ­რი­დებს შო­რის, წმინ­და კულ­ტუ­რა­სა და შერ­ყ­ვ­ნილ კულ­ტუ­რას შო­რის. ეს პრო­ექ­ტი კი შე­უძ­ლე­ბე­ლი თუნ­დაც მხო­ლოდ იმი­ტო­მა­ა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კულ­ტუ­რა ჰიბ­რი­დუ­ლი და სხვა კულ­ტუ­რებ­თან შე­რე­უ­ლი­ა: ის წმინ­და ფორ­მით ვერ იარ­სე­ბებს. აქ ძა­ლა­დობ­რივ წმენ­დას­თან გვაქვს საქ­მე, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, უცხო (მაგ. LGBTQ) სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გან­დევ­ნოს. ესაა უცხოს დე­პორ­ტა­ცი­ა, რო­გორც კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვად ‒ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად იმი­ტომ, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი სა­ჯა­რო სივ­რ­ცი­დან გა­ნი­დევ­ნე­ბი­ან და ფაქ­ტობ­რი­ვი იმი­ტომ, რომ იმა­ვე LGBTQ თემ­ში მიგ­რა­ცი­ის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაც, სწო­რედ, ძა­ლა­დობ­რი­ვი წმენ­დის სა­მუ­შაო და ლო­კა­ლუ­რი პო­ლუ­სის­კენ მი­ზი­დუ­ლო­ბა­ა. თუმ­ცა სა­კითხა­ვი­ა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე­დე­ას აიეტის­გან ვერ იცავს, რო­მე­ლიც LGBTQ მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის გა­მარ­თ­ვას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს რუს დე­პუ­ტა­ტებს უთ­მობს, ხო­ლო უკ­მა­ყო­ფი­ლო პრო­და­სავ­ლელ მო­სახ­ლე­ო­ბას უმოწყა­ლოდ არ­ბევს ‒ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს ძა­ლა­დობ­რი­ვი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის­გან დაც­ვის გა­რან­ტი­ებს რო­გორ მის­ცემს?

3. რუ­კა და კა­რი­კა­ტუ­რა

სა­ქარ­თ­ვე­ლო პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნი­დან ევ­რო­პულ ქვეყ­ნად ფორ­მი­რე­ბის გზა­ზე გა­ი­ჭე­და. მგზავ­რო­ბა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი ზო­ნე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნ­და; და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი კი შე­იც­ვა­ლა, გაქ­რა ან გა­დას­ხ­ვა­ფერ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც ორ [არარსებულ] პო­ლუსს შო­რის ტორ­ტ­მა­ნებს: ზო­გი გლო­ბა­ლუ­რის­კენ იხ­რე­ბა, ზო­გიც ‒ ლო­კა­ლუ­რის­კენ. მოკ­ლედ, დღეს ჩვენ ტრან­ზი­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც არც აქაა და არც იქ, არა­მედ სადღაც შუ­ა­ში: აქა­-იქ.
ეს სუ­ლაც არაა პრობ­ლე­მა ‒ გარ­და­სახ­ვა, რო­გორც პრო­ცე­სი (becoming) ნიშ­ნავს იყო მუდ­მი­ვად შუ­ა­ში (in between) ან შო­რის (Among) (Deleuze, 1997): [რაღაცად] გარ­და­სახ­ვა ყო­ველ­თ­ვის ჰიბ­რი­დულ ფორ­მებს იღებს. პრობ­ლე­მა ისა­ა, რომ ამ პრო­ცეს­მა შე­საძ­ლოა სრუ­ლი რე­ვერ­სია გა­ნი­ცა­დოს და ევ­რო­პუ­ლი ელ­დო­რა­დოს ნაც­ვ­ლად, ძა­ლა­დობ­რი­ვი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი მი­ვი­ღოთ. მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა ამ საფ­რ­თხეს ჩვენს ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მებ­სა და რუ­სე­თის ფაქ­ტორ­თან ერ­თად, ზურგს „შეუძლებელი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნა­კა­დიც უმაგ­რებს.
დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო რუ­კის მხო­ლოდ ჩრდი­ლო-­და­სავ­ლეთ ნა­წილს ხე­დავს ‒ ისე, თით­ქოს ვი­ღაც ბო­როტ­მა ჯა­დო­ქარ­მა ატ­ლა­სის სამ­ხ­რეთ­-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი დაგ­ვი­ხი­ა. ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ რუ­სე­თი და­ტო­ვა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­თან კონ­ტ­რას­ტ­ში ცი­ვი ომის ფარსს, კიჩს, თუმ­ცა, ბრუ­ტა­ლურ სი­მუ­ლა­ცი­ას ქმნის. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი რუ­კა ძვე­ლი, 1:0 რუ­კა­ა, რო­მე­ლიც არ ახ­ლ­დე­ბა, დი­ნა­მი­კა­ში არ გა­ნი­ხი­ლე­ბა და ვი­ღებთ და­სავ­ლე­თი­სა და რუ­სე­თის ფიქ­სი­რე­ბულ, სტე­რე­ო­ტი­პულ იმი­ჯებს, თით­ქოს, იგი­ვე ევ­რო­პა ან რუ­სე­თი უძ­რა­ვი ძეგ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და დრო­ის დი­ნე­ბა ამ მო­ნუ­მენ­ტებს უც­ვ­ლე­ლად ტო­ვებ­დეს (Bhabha, 2012, p. 66). სწო­რედ ამ ფიქ­სა­ცი­ის ბრა­ლი­ა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ გა­უცხო­ე­ბუ­ლე­ბი ვართ და მა­თი სი­კე­თი­სა თუ ბო­რო­ტე­ბის შე­სა­ხებ მი­თო­ლო­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი გვი­ყა­ლიბ­დე­ბა.

აღ­მო­სავ­ლე­თი და სამ­ხ­რე­თი სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ი­დან სა­ერ­თოდ გამ­ქ­რა­ლი­ა: არც ახა­ლი და არც ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დია მათ შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ თუ სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე მა­სა­ლებს არ ამ­ზა­დე­ბს. ხან­და­ხან, ვხე­დავთ, რო­გორ იბ­რ­ძ­ვის ქარ­თ­ვე­ლი სუ­მო­ის­ტი ოძე­კის ტი­ტუ­ლის­თ­ვის, ან რო­გორ ფეთ­ქ­დე­ბი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ან­და, რა სა­ხის ვარ­ცხ­ნი­ლო­ბაა დაშ­ვე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ამ ორი­ენ­ტა­ლის­ტურ ხედ­ვა­ზე კვლე­ვე­ბი ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბაც უც­ნო­ბი­ა. თუმ­ცა, ცხა­დი­ა, რომ იმ კა­რი­კა­ტუ­რებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რაც მსოფ­ლიო რუ­კის­გან შევ­ქ­მე­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის გა­გე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ასე­ვე გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, შე­ვამ­ჩ­ნი­ოთ, თუ რო­გორ ირეკ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კურ­სე­ბი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

გამოყენებული ლიტერატურა
Bauman, Z. (2013). Liquid times: Living in an age of uncertainty. John Wiley & Sons.
Bhabha, H. K. (2012). The location of culture. Routledge.
Bhabha, H. K, Schulze-Engler, F., Malreddy, P. K., & Karugia, J. N. (2018). "Even the dead have human rights": A conversation with Homi K. Bhabha. Journal of Postcolonial Writing, 54(5), 702-716.
Deleuze, G. (1997). Literature and life. Critical Inquiry, 23(2), 225-230.
Latour, B (2016a) Why Gaia Is Not the Globe. [Video file] Faculty of Arts, Aarhus University. Accessed 08 June 2019. Retrieved from: https://www.youtube.com/watch?v=7AGg-oHzPsM
Latour, B. (2016b). Onus orbis terrarum: About a possible shift in the definition of sovereignty. Millennium ‒ Journal of International Studies, 44(3), 305-320. doi:10.1177/0305829816640608

[1] ცხადია, რუსული დისკურსი არაა მხოლოდ ნოსტალგია. ესაა აწმყოში ნაწარმოები იდეოლოგია, რომელსაც ზურგს რეალური რუსული მედია, რუსული პროპაგანდა, მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე მდგომარეობა, ეკონომიკური კრიზისები და სხვა ხელშესახები ფაქტორები უმაგრებს.
[2] ჩვენ არ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ურბანული ტომი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ცვლილებისთვის იბრძვის, ავტომატურად თავსდება აღწერილ დიქოტომიაში. შეიძლება მათ აქვთ განსხვავებული სტრატეგიები და ხედვები; თუმცა, გვერდს ჯერჯერობით ვერ აუვლიან იმ ქსელებს, ჰიბრიდებსა და ნიშნების სამყაროებს, რომლებიც ლოკალურისა და გლობალურის დიქოტომიებს სტატიკურად ქმნიან და პოლიტიკურ დღის წესრიგსაც დიდი გაყოფის ლოგიკის ქვეშ ათავსებენ.

 

 

მასალა მომზადებულია “ინტერნიუს საქართველოსთან” და “ინტერნიუსთან” თანამშრომლობით, პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში.