გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თინეიჯერები

თინეიჯერული ლიტერატურის გემო

"15 წლის ჰარიეტ მანერსი ნამდვილი გიკია", – ამოიკითხა მამაჩემმა წიგნის უკანა ყდაზე და სათვალიდან ამოიხედა: – ეს "გიკი" რა არის?ნიცას გაეცინა: – გიკი რა, – უპასუხა, – ყველაფერი რომ იცის, ეგეთი – გენიოსა.

– ჟიულ ვერნი წაიკითხე, ჟიულ ვერნი. და "გრაფი მონტე კრისტო", – მცირე პაუზის შემდეგ უთხრა მამაჩემმა და ოთახიდან გავიდა.

ეს „გიკი“ ნაღდად არ მოეწონა. ნიცამ თვალები აატრიალა. ასე აკეთებენ 12 წლის გოგოები, როცა რაღაცას აპროტესტებენ. სოუ ბოორინგ, – გააგრძელა მერე (ანუ ისე მოსაწყენიაო) და აიპედში ჩაძვრა. იქნებ, მაინც „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ წაგეკითხხხხ... – შევთავაზესავით, მაგრამ ეგრევე მივხვდი, დამთავრებას აზრი არ ჰქონდა. ამ დროს ის უკვე ზოი საგის „ონლაინგოგოში“ იყო თავით გადაშვებული და დროდადრო აღფრთოვანებული ჭყლოპინებდა. მგონი, გუშინ რაღაც მისწერა ტვიტერზე და იმან დაულაიქა. „გესმის, ხო, რა ხდება? იმაზე წერს, რაც მეც ვიცი. ტექსტში „კოკა კოლას“ ახსენებს და „აიპედს“ და ისეთ სიტყვებს და ნივთებს, რაც აქაც არის, ჩვენც ვიცით, ხვდები? – მიხსნის, – წარმოიდგინე, საერთოდ არ არს

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა