გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

ცუმპა-რუმპა სიკვდილზე: ინტერვიუ ჯგუფთან The Tiger Lillies

უცნაური, პროვოკაციული, შოკისმომგვრელი, უხამსი და ხულიგნური სამყარო, რომელიც მძაფრ ემოციებს და ღრმა სევდას აღგვიძრავს და უსაზღვრო სილამაზეს, პოეტურობას, წარმოსახვასა და სიყვარულს ასხივებს. ეს სამყარო 1989 წელს, ლონდონში შეიქმნა ჯგუფის The Tiger Lillies დაარსებით და დღემდე ინარჩუნებს თავის მომნუსხველ ხიბლს. „ჩვენ ვმღერით ყველაფერზე, რაც არ მოიცავს ლამაზი, ქერა გოგო-ბიჭების მინდორში სირბილს“, – ამბობს ჯგუფის ვოკალისტი და აკორდეონისტი, ირონიული და იდუმალი მარტინ ჟაკი. და ეს „ყველაფერი“ მართლაც ყველაფერს ნიშნავს – პროსტიტუციას, ნარკომანიას, ძალადობას, ხელმოცარულობას, სასოწარკვეთას, თვითმკვლელობას. „მე ადამიანის ფსიქიკის ბნელ, უსიამოვნო ასპექტებზე ვმღერი, – განაგრძობს მარტინ ჟაკი, – გულწრფელად ვმღერი ადამიანურ მდგომარეობაზე. სიმღერების წერის პროცესში შეზღუდვები არ მაქვს“.

მარტინ ჟაკი: მე ადამიანის ფსიქიკის ბნელ, უსიამოვნო ასპექტებზე ვმღერი.

მარტინ ჟაკი დისტანციიდან, თითქოს გულგრილად გვიყვება მეძავებზე, რომლებსაც რიტუალურად სცემენ სუტენიორები; სკოლი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა