თვალის გადაწყვეტილება | ირმა ტაველიძე
1
ბაღის სიმწვანე, ენით აუწერელი მშვენიერება ყოველი წლის ივლისში საფიქრალს მიჩენს: რატომ არ მახსოვდა ამ ხელისგულისოდენა სამოთხის არსებობა? რამ დამავიწყა წვიმაში მოყოლილი ხისა თუ ბალახის სიხასხასე? სიმწიფეშეპარულ ატამს ვწვდები, ვწყვეტ და თავს კიდევ ერთხელ ვსაყვედურობ: უფრო ხშირად უნდა მოვდიოდე, უფრო დიდხანს უნდა ვრჩებოდე მშობლიურ სახლში. ერთი შეხედვით, ზაფხულიდან ზაფხულამდე არაფერი იცვლება, ღობის ფიცრები ისევ ისე მამაცურად, იარაღასხმული მეომრებივით იცავენ აქაურობას სამყაროს შემაწუხებელი ხმაურისგან, ძნელად მოსაგერიებელი უხილავი მტრისგან. ხომ არ დავბრუნებულიყავი და სიცოცხლის დარჩენილი წლები მოხუცი მშობლების გვერდით ხომ არ გამეტარებინა? მათი ამბების მოსმენაში, წარსულის დაბინდული სურათების თვალიერებაში, სამზარეულო-საძინებლის სისუფთავეზე ზრუნვაში? ყოველდღიურად გასამეორებელი ერთი და იგივე მოძრაობები. დღის მიწურულს საგრძნობი დაღლილობა, კმაყოფილების განცდა და სურვილი, რომ თავი ბალიშზე დადო – ჯერ კიდევ იმ დროს შეკერილზე, როცა თეატრის მსახიობობაზე ჯიუტად მეოც
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი