უკანალის სონეტი | პოლ ვერლენი და არტურ რემბო
ბუნდოვანი და დაღარული, ძლიერ ვნებათა
ნოტიო ხავსში მიხაკივით რომ გადმოშლილა,
იგი დინებას დაღმართისკენ უშვებს მორჩილად,
დუნდულებიდან ბაგეების ნაპირებამდე.
თეთრი მდინარე, აკინძული ქარში მძივებად,
მიმოფანტულა და რძისფერი ცრემლების მსგავსი
მარგალიტებით შეუმკია წითური ხავსი
და ახლა, ნაზად, დაღმართისკენ მიედინება.
მან ბაგეს ჩემსას არაერთხელ მოჰგვარა ნერწყვი.
სულმა კი ჩემმა, ეჭვიანმა საგანთა შერწყმით,
მის ზედაპირზე დააყენა ცრემლის ღვარული.
იგი ვნებისგან მიბნედილი ზეთისხილია,
მილია, სადაც ნუშის კრემი არ დაილია:
ქანაანია, ქალურ ტენით შემორკალული!
სონეტი, რომელიც ორმა ხელმა დაწერა და რომლის ოთხტაეპედები ვერლენს ეკუთვნის, სამტაეპედები კი – რემბოს, გვთავაზობს რაფინირებული ენისა და ბრუტალურ-გროტესკული სცენის კონტრასტს. ლექსიკა, რომელსაც პოეტები იყენებენ, არაპირდაპირია, მეტიც – ლირიკული, სპირიტუალური და ელეგიურიც კი: ცრემლი, სული, ეჭვი… სოდომიისშემდგომი უკანალი წარმოდგენილია, როგორც მომხიბვლელი პეიზაჟი, ტენიან ველზე აღმო
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი
გირჩევთ