ვასილ მახნო | პოეზია
ფიესტის შესახებ
დრო - თითქოსდა - გაიყინა ყასბის ფარდულში -
ხარის ენა დაკიდებული - წინა კვირას რომ მოიტანეს
ჩრდილოეთიდან - ჩიკაგოდან - 30-იან წლებში მომხდარი ისტორიული ბრძოლებიდან
დევს სასიკვდილო მოხრიალე ხმით - მძიმე კილონახევრიანი ხმით ყასაბმა რომ მოიპოვა ვეებერთელა სხეულიდან ცხოველისა
ის უნდოდათ მიეყიდათ ერთი ლათინოამერიკული კომპანიისთვის
რომელიც აწყობდა თურმე ფიესტებს და სამხრეთის შტატებიდან ყიდულობდა ცხოველებს მაგრამ ხეირიანი მყიდველი ნახა ფერმერმა და
ხარს რომელიც ყოველწლიურად ძროხების ნახევარს მის ნახირში აორსულებდა არ მოუწია გამხდარიყო ფიესტის მსხვერპლი - იშვიათი პეპელასავით გაჩხვლეტილი -ხელით შეშლილი ზოოლოგისა -
არ მოუწია სადღაც ლათინოამერიკული ქალაქის მოხრეშილ არენაზე დასტვენილი ყოფილიყო პუბლიკის მიერ
ქალაქში სადაც მცხოვრებლები მთელი წელი ემზადებიან ზეიმისათვის:
მამაკაცები - ფარფლებიანი ქუდის ჩრდილიდან სქელ სიგარებს რომ ეწევიან და ფე