გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მშენებარე კორპუსები
თეგები: #ბუნება

ველური ქალაქი

მიყვარს გაზაფხულზე ტროტუარებისა და შენობების ბზარებში თავამოყოფილი მცენარეების თვალიერება. ზოგი ძლიერია, მოკლე და სქელი ღეროთი მიზანმიმართულად მოიწევს სინათლისკენ; ზოგი მიწის ზედაპირზე ამოწვერილი მთელი არსებით ეძლევა თავგადასავალს და განიერ მწვანე ფოთლებს ფართოდ შლის ნაცრისფერ ასფალტზე; ზოგი კი ისეთი ნატიფი ყვავილით ყვავის, რომ ძნელიც კია წარმოიდგინო რა ძალა დაეხმარა ქვისა და ბეტონის შრეების გარღვევაში. ეს მცენარეები ავანგარდში მდგარი ერთეულები არიან, მათ ზურგს ქალაქის გზებისა და ტროტუარების ქვეშ დამარხული გაყინული სიცოცხლე უმაგრებს, რომელიც დაბადებისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება. 

ეს მხოლოდ ლამაზი მეტაფორა როდია. ქალაქები ბუნების დამორჩილების, ხშირად მისი დასაფლავების შედეგად იქმნება. რომაელებიდან მოყოლებული დღემდე მდინარეებს, ნაკადულებს თუ წყალგამყოფებს ვმარხავთ, ვუცვლით მათ კალაპოტს და არხებში, მილებსა და წყალსადინრებში მივმართავთ. თითქოს წყალი ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულია, რომლის დამონებაც მხოლოდ მისი მიწისქვეშეთში გა

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა