ხელოვანი კორსეტს იხდის, რომელიც უჭერს
ინტერვიუ ლეილა შელიასთან
კოტე ბოლქვაძე: ლეილა, შენს ფერწერაში აფხაზეთში გატარებული ბავშვობა, ზღვა მუდმივად ჩანს. ტილოებზე ეს თემა ფერადი და შესრულების თვალსაზრისითაც განსხვავებული მუხტისაა, მაგრამ ყველა ნამუშევარს ჩემთვის მელანქოლია აერთიანებს, თუმცა, რადგან ნამუშევრები აბსტრაქტულია, ყველას უტოვებს თავისუფალი წარმოსახვის საშუალებას. შენთვის როგორაა?
ლეილა შელია: არა, სწორი ასოციაციები გიჩნდება. ჩემთვის აფხაზეთი სწორედ ზღვასთან კავშირშია. ცისფერი თუ ლურჯი ფერის ფერწერულ ფონად გამოყენებასაც სხვადასხვა მოგონება უდევს საფუძვლად – საბოლოოდ, ყველა გახსენება აფხაზეთზე ზღვაში მთლიანდება. ამიტომ ყოველი ზღვა თავისებური და განსხვავებულია. საერთოდ აფხაზეთში გატარებული ბავშვობა და ამ პერიოდში ასახული კადრები განუმეორებელი და პირველადია: თოვლი, ღრუბლები, ტყე, ჩიტების გადაფრენა ზღვზე, ციური სხეულები და გემები. ერთადერთი, როდესაც ბავშვობის და ზღვის დახატვა მინდება, ვცდილობ, რომ გაზვიადებულ და ხელოვნურად