ზოდის პროტესტი
16.01.2023"მე პირადად ვარ დამშლელი"
- ეს და წინააღმდეგობის სხვა სიტყვები ჭიათურის სოფელ ზოდში ისმის. იქ მცხოვრები ადამიანები მანგანუმის მოპოვების იმგვარ მეთოდებს აპროტესტებენ, რაც მათი სოფლის ბუნებას აზიანებს, ჰაერს აბინძურებს და ცხოვრების ისედაც დაბალ ხარისხს, კიდევ უფრო ამცირებს.
ზოდელების პროტესტს ფეისბუკ გვერდიც აქვს და ონლაინ წინააღმდეგობის კიდევ ერთ მაგალითს ქმნის.
შეხვდით ადამიანებს სოფლიდან, სადაც მანგანუმის მომპოვებელი კომპანიისგან არა მხოლოდ მუშაობის შეწყვეტას, არამედ დაზიანებული ბუნების აღდგენას ითხოვენ.