გახსენით მობილურ აპლიკაციაში
გეომეტრიის გემო მოათრია – დრო, რადგან მართი ზურგი ერგო მალების რგოლებად დათვლილი და ნეკნების რკალები ანკესებად მომავალში ჩაყარა, უკან კი კეფა ეფარება სამუდამო წარსულს.
როგორც სქოლიოზი, სქოლიო ზის დათარიღებულ უბეში და განმარტების ანუ გრძნობის მთელი სიმძიმით, გამარტივების ანუ შეგრძნების წონით სააქაოს, როგორც საიქიოს კანონზომიერ...
მე არაფერი მეანგარება, თვლა და ანგარიში ველურის საქმეა, თორემ ტყეების ბინადრისთვის კმარა ერთი და უთვალავი, ეყრდნობი ერთ ხეს და ირგვლივ უთვალავია. ყველა სხვა რიცხვი, რაოდენობა ან მეფესავით ერთთან ახლოა, ან უთვალავთან – ველურებივით, ვიდრე მათ ტყის სავარცხელი დააცალკევებს ხოლმე, როგორც ნადირს.
ურემისიოდ მიგვერეკება გახედნილ რემას მხედარი აწმყო. მომავალი და წარსულია მისი დეზები და მათრახივით დევიზია – ახლა აღარ ხარ!
ყურის კამათელს მისდევს მუსიკა და კლავიშები მეხამუშება, როგორც ანკესი უნებლიე თევზების უბეს. ერთმანეთისგან ჩვენ ვართ გაქრობის აკრობატები, როგორც ქუდია ქოლგის კოლეგა.
სულ: შედეგი
შედეგი არ მოიძებნა, სცადეთ თავიდან
ელ.ფოსტა ან პაროლი არასწორია
გთხოვთ ჩაწეროთ დადასტურების კოდი, რომელიც გამოიგზავნა თქვენს ელ-პოსტის მისამართზე :
უკაცრავად დაფიქსირდა შეცდომა
კოდი გაიგზავნა წარმატებით. გთხოვთ შეამოწმოთ "სპამ" ფოლდერი.
დარჩენილი რაოდენობა: