ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #LGBTQ

#36

წამო აქეთ, საყ­ვა­რე­ლო, იქით არი­ან უკ­ვე.

თორ­მე­ტი წე­ლია აქ ვდგა­ვარ, რო­გორ ვერ გი­ცა­ნი. მე ყვე­ლა კლი­ენ­ტი მახ­სოვს.

პირ­ვე­ლი კი არ ყო­ფილ­ხარ! ქუს­ლებ­ზე რო მხე­და­ვენ, გო­ნი­ათ მო­მე­რე­ვი­ან. ვა­ი­მე, საყ­ვა­რე­ლო, ისე­თი ხე­ლის შებ­რუ­ნე­ბა ვი­ცი. შენ ხო გახ­სოვს ჩე­მი მუშ­ტის გე­მო. ამ ტყე­ში ყვე­ლა წიწ­ვი და ფო­თო­ლი ზე­პი­რად ვი­ცი, სად გა­მექ­ცე­ო­დი.

მე­რე იმ ორი ცერ­ბე­რით რო და­მა­დე­ქი, იქაც ჩაგ­პიზ­დავ­დით, გო­გო­ებს რო არ და­ეგ­ვი­ა­ნათ. გით­რევ­დით სა­მი­ვეს.

ერ­თი თვე ვეგ­დე სახ­ლ­ში, და­სი­ე­ბუ­ლი, ამათ მო­ქონ­დათ საჭ­მე­ლი.

აქეთ, წა­მო­დი. არ კა­ი­ფობ ეგეთ ხე­დებ­ზე?

ნაძ­ვის­კენ და­დე­ქი და რა­საც ვეტყ­ვი, ის გა­ა­კე­თე. გა­თა­ვე­ბამ­დე სა­მი წა­მით ად­რე გა­ა­ხელ თვალს და იქით გა­ი­ხე­დავ ‒ მთე­ლი ქა­ლა­ქი ფეხ­ქ­ვეშ გექ­ნე­ბა. ძვე­ლით ახა­ლი წე­ლია დღეს. დრო­ზე თუ და­ვიწყეთ, სუ ფე­ი­ერ­ვერ­კებ­ში გაკ­ვ­ნე­სებ, ჩი­ტო. 

მე ეგ­რე მახ­სოვს, რო იმის ცოლ­მა გა­ი­გო. სა­ორ­სუ­ლო ტეს­ტებ­ზე. აივ­ზე ხო ყვე­ლას ამოწ­მე­ბენ. ოდა, ეგ­რე. და­დე­ბი­თი ამო­უ­ვი­და.

ალ­ბათ ისიც უთხ­რეს, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­ზეც გა­და­ვი­დე­სო. მა­გის და­სი­რე­ბუ­ლი ქმა­რი ეგ­რე­ვე მიხ­ვ­დე­ბო­და რაც გა­ა­კე­თა. 

ეს სა­ცო­და­ვი კი­დე სუ იმუქ­რე­ბო­და. აი, ატე­ხი­ლი რო იქ­ნე­ბი. მა­გათ ყვე­ლას ავ­კი­დებ, მარ­ტო არ მოვ­კ­ვ­დე­ბი­ო, მთვრა­ლი რო ყვი­რო­და ბო­ლოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე. იმ თავ­გა­სი­ე­ბულ­მა ბიჭ­მა არ იცო­და მარ­ტო.

ეგე­თი ყლე რო­გორ უნ­და იყო. ურე­ზი­ნოდ აბა, ტრაკს ვინ ბო­ზი მოგ­ცემს, შიდ­სი თუ არ აქვს.

იმ ღა­მეს­ვე და­ად­გა ამ სა­ცო­დავს. ნე­ტა რა იფიქ­რა ამან, რო და­ი­ნა­ხა. სულ ეგ მა­ინ­ტე­რე­სებს.

ეგ­რე­ვე ეცა, ქა­ლო, იმ­ხე­ლა და­ნა ქონ­და. შუ­ა­ზე გა­დახს­­ნა.

ისე­თი ნის­ლი იყო იმ დღეს. რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში ვე­რა­ფერს ვე­ღარ გა­არ­ჩევ­დი.

 

უკ­ვე გვი­ან ნა­ბი­ჯე­ბის ხმა გა­ვი­გეთ. ხიდ­ზე მო­დი­ო­და ვი­ღაც ფე­ხით. რო მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, მა­გის ყვი­თე­ლი თმა ვი­ცა­ნი, ახა­ლი

დახ­ვე­უ­ლი ქონ­და, მხრებ­ზე ეკი­და კუ­ლუ­ლე­ბი. თა­ვი­სი მა­ღა­ლი, თეთ­რი ჩექ­მე­ბი ეც­ვა. გვი­ღი­მო­და. მარ­თ­ლა ან­გე­ლოზს გავ­და იმ ბუმ­ბუ­ლე­ბი­ან პალ­ტო­ში. ბო­ლოს მა­შინ ვნა­ხე.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა