გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

9 მულტიმედია პროექტი, რომელიც ჯანმრთელობას ეხება

1. მეხსიერების შებრუნება

ტექსტი: ცირა გვასალია / ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი / ხმის დიზაინი: მარიამ აბესაძე

„პაციენტი ჯერ გულმავიწყი ხდება, დრო და ორიენტაცია ერევა, ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები ეწყება და ბოლოს საკუთარ სახლშიც კი შეიძლება თავი უცხოდ იგრძნოს.

მულტიმედია პროექტი გვიყვება ალცჰაიმერის დაავადებაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ დაავადებით ცხოვრობენ.

2. კიბოს მოთვინიერება

ტექსტი: ცირა გვასალია / ფოტო:ხათუნა ხუციშვილი

"ქუჩაში რომ გავიდა, ფერებს ვეღარ არჩევდა: წერეთლის გამზირი მთლიანად ნაცრისფერი იყო. ქმარს დაურეკა და დიაგნოზი უთხრა."

3. ანა, ირინა, ელენე და სხვები

ავტორი: მარიამ აბესაძე / ნინო ლომაძე

"საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ ანასი მეშინოდა. როცა ვხედავდი, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, მეშინოდა მისი უკონტროლო რეაქციების, ამიტომ ვცდილობდი, ყველა მისი სურვილი ამესრულებინა. დაელენე სულ დამეკარგა. მისი სიჩუმე, მისი მორჩილება ანასთან ურთიერთობას მიადვილებდა. მერჩივნა, ელენეს დაეთმო და მასაც ჩემსავით, ანას ყველა სურვილი შეესრულებინა."

მულტიმედია პროექტი ბავშვებში ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებზე გვიყვება. 

4. ელიმინაცია 2020

ავტორი: ცირა გვასალია

"ნატა 3 თვის ორსული იყო, როცა გაიგო, რომ C ჰეპატიტი ჰქონდა. არადა, ცხოვრებაში სულ 3-ჯერ იყო კბილის ექიმთან, ოპერაციაც არასდროს დასჭირვებია, არც მანიკურ-პედიკურს იკეთებდა სილამაზის სალონებში. დღემდე ვერ ახსნა, საიდან აღმოჩნდა ვირუსი მის სხეულში."

პროექტი C ჰეპატიტის პროგრამის დროებით შედეგებს აჯამებს და მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრის.

5. ენის წინააღმდეგ

ტექსტი: მარიამ აბესაძე / ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი / გრაფიკული დიზაინი: WER MICHELLE / ვებ დეველოპმენტი: დავით მაკარიძე

„წამალი სიტუაციას დროებით ბლოკავს, ერთ წერტილში გყინავს, – ამბობს ოლგა, – თითქოს მაცივარში ხარ და რეაქციები გინელდება. დიაგნოზი – შტამპი – წამალი. წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია. როგორც კი დაეჭვდები და დასვამ კითხვას, მიიღებ უფრო მძიმე დიაგნოზს. ექიმებს, ბოლოს, ყველაფერში უპირობოდ ვეთანხმებოდი. ვინც სისტემიდან გამოსვლას ცდილობს, მხოლოდ უფრო ღრმად ეფლობა ამ სისტემაში“.


6. ერთი დღე, ერთი რაუნდი

ტექსტი: მარიამ აბესაძე / ილუსტრაცია: მაია სუმბაძე / მულტიმედიის დიზაინი: ანი ასათიანი

"წამალზე დამოკიდებულებას მხოლოდ ახალი კავშირები ცვლის. ამიტომ, თუ ყველაზე ცუდი სისტემა გინდა, შექმენი ისეთი, რომელიც ნარკოტიკების მიღებას ადამიანებს დასჯით გადააფიქრებინებს. ამ დროს დაკარგული მიზნების, კავშირის დაბრუნების შანსი ქრება და ჩნდება უფსკრული მათსა და დანარჩენებს შორის."

7. გამცილებლები

ტექსტი: ცირა გვასალია / ფოტო: საბა შენგელია / დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე / ვებ-დეველოპერი: დავით მაკარიძე

"პალიატიური მოვლა მიზნად არ ისახავს არც სიცოცხლის გახანგრძლივებას,არც გარდაცვალების დაჩქარებას. ჩვენი ძირითადი მისია, გარდაცვალებამდე პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. რა არის ჩვენი პროფესია? ბებიაქალი სიცოცხლეს იღებს. ჩვენ სიცოცხლეს ვუშვებთ. ჩვენ გამცილებლები ვართ."

8. TRAINSPOTTING ქართულად

ავტორი: ანა მაყაშვილი / ფოტო: საბა შენგელია

"ომი სამყაროსავით ძველი მიდრეკილებების – ნარკოტიკების წინააღმდეგ თავიდანვე განწირულია:
ყოველი ახალი აკრძალვა ყოველ ახალ და უფრო გართულებულ ან/და სახიფათო კერას გააჩენს და იქამდე იარსებებს ეს კერები, სანამ ადამიანს თავის გაბრუების სურვილი და ახალი გამოცდილებებისადმი ცნობისმოყვარეობა არ დაუჩლუნგდება"

9. მელაპარაკე

ტექსტი: ნინო ლომაძე / ილუსტრაცია: KVACHI

"აი, ასე, პირდაპირ: ეხლა მე შევწყვეტ სიცოცხლეს – არ მიფიქრია, მაგრამ მივედი ფსიქოტროპულში, რაღაც მანიპულაციით ვიყიდე წამლები, გავედი ბაღში და ნელ-ნელა დავლიე, თითო-თითო, თან წყალს ვაყოლებდი. ამას ისე აუღელვებლად ვაკეთებდი, ვერავინ მიხვდებოდა, თავს რო ვიკლავდი. მეგობრებმა ძალიან მალე მიპოვნეს და ასე გადავრჩი."

რა აიძულებთ ადამიანებს აირჩიონ სიკვდილი სიცოცხლის ნაცვლად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა