აბაზანის ქაფი | ქეთი, სიონი
23.04.2020ქეთი, 33 წლის, სიონი
ფოტო: პირადი არქივი
პარკინსონის დიაგნოზი რომ დამისვეს, 28 წლის ვიყავი. ხელის და ფეხის მოძრაობა უკვე შეზღუდული მქონდა. ტკივილებიც დამეწყო. რამდენჯერმე შემიცვალეს მკურნალობა – ნული შედეგი. ჩემი და ნიკას მთელი ხელფასი წამლებზე მიდიოდა. ვეღარ ვქაჩავდით. ვერც ექიმები მაძლევდნენ იმედს. ნიკას ვუთხარი, მგონი უნდა წავიდეთ-მეთქი.
ჩემი და იყო შვეიცარიაში. მისგან ვიცოდი რაღაცეები ლტოლვილის სტატუსზე. მკურნალობა ყველა შემთხვევაში შედიოდა, რა სტატუსითაც არ უნდა ყოფილიყავი. 2016 წელს ჯერ სავიზო რეჟიმი გვქონდა ევროპასთან. შვეიცარიის ვიზა კიდევ უფრო რთული საქმე იყო. ვიფიქრეთ, მოდი, ჩვენით ვცადოთო და საბუთები ჰოლანდიის საელჩოში შევიტანეთ. უარი მოგვივიდა. ჯერ კიდევ ქაოსში ვიყავი, ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ეს დაავადება მქონდა, თან ჩემს ასაკში. ერთი პერიოდი, თბილისში ისეთ წამლებს ვსვამდი, აქ ბიჭებმა რომ გაიგეს, დაიხოცნენ სიცილით. მაგ წამალს აქ ციხეში ტიპებს ჩასაბეტონებლად ასმევენო. მადას გიკარგავს, რამდენიმე საათი გულის რევა გაქვს. მ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი