აქაც და იქაც | მანო სვანიძე
06.08.2021ეს დაულაგებელი ფრაგმენტები ბავშვებთან და ახალგაზრდებთან საუბრების ჩანაწერებია წეროვნის დევნილთა დასახლებიდან. არეულ თხრობაში, რომელიც სახლის, საკუთარი ადგილის და სივრცის პოვნას, ან ვერპოვნას, მის ძიებას, საკუთარ და სხვების მეხსიერებას უტრიალებს, თან იკვრება კვანძი, მაგრამ ფრაზები, კითხვები მაინც ღიად რჩება.
პროექტი „მეხსიერების გაცოცხლება“ ქართულ-ოსური კონფლიქტის გარშემო მეხსიერებას იკვლევს. უკვე შეგროვდა ასამდე ზეპირი ისტორია. ეს ცალკეული ტექსტებისაგან შემდგარი ნარატივი ერთ სივრცეში კრავს ერთმანეთის გამომრიცხავ რეალობებს და კონფლიქტის ორივე მხარეს, ერთი, ისტორიული ეპიზოდის აღდგენას, ამ პერიოდის ფრაგმენტების გამთლიანებას ცდილობს.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ