ახალი მუსიკის (ანტი)სოციალური ფონი და ქართული პერსპექტივები
დიდი ხნის წინ, შორეული 70-იანების დასაწყისში, ერთ-ერთმა საუკეთესო პოპმკვლევარმა ნიკ კონმა აღნიშნა, რომ პოპმუსიკას (იგულისხმე იგივე როკი და ა.შ.), ჭეშმარიტად კარგ მუსიკასთან სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს, სამაგიეროდ, ეს მუსიკა იდეალურად გრძნობს და აფიქსირებს იმ განწყობილებებს, ტენდენციებს, გემოვნებებსა და მოდას, რომელიც ამა თუ იმ ეპოქასა თუ თაობაში ვლინდება. უფრო სწორად, კი არ ვლინდება, არამედ ქმნის კარიკატურებს, მაგრამ ეს არის ყველაზე დამაჯერებელი და ქმედითი კარიკატურები, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. რა თქმა უნდა, ნიკ კონი მაშინ ბოლომდე ვერ იწინასწარმეტყველებდა იმას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მისი ეს განმარტება დღემდე მუშაობს. ფაქტია ისიც, რომ (ერთ დროს) ახალგაზრდული მუსიკალური კულტურა თაობების მენტორი გახდა – გარდაქმნებს მოწყურებული ქმედითი ახალგაზრდობის იდეური გამოკვება ითავა და, შესაბამისად, ბოლო 60 წლის განმავლობაში (თანაც, არა მხოლოდ დასავლეთში) თაობების მენტალური ტრანსფორმაციების ციკლს ბიძგი მისცა. ამიტომ ჯერ კიდევ საკითხავია, ისეთი ფასეულობების პოპულარიზაცი