გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ახალი წელი | ინდიგო N51

ახალი წელი სხვადასხვა ეპოქასა და გე­ოგრაფიულ მონაკვეთში სხვადასხვა დროს დგება, რადგანრეფორმების შედეგად დროის გამოთვლის სისტემები და კალენ­დრები დაუსრულებლად იცვლება. ოდით­განვე კალენდარი დღესასწაულთა რიტუა­ლურ მნიშვნელობებს წელიწადის შესაბამისდროსთან ამთხვევდა. ახალი წელი მსოფლიოს მრავალ კულ­ტურასა და ხალხში იანვრის კალენდრით მოდის.

კალენდრის ერთ­ერთი რეფორმა ძვ.წ. 46 წელს დაიწყო, როდესაც რომის იმპერატორმა თავისიდროის ყველაზე სახელოვან ასტრონომებსა და მათემატიკოსებს ახალი ათვლის სისტემაშეადგენინა. ამ სტილის კალენდარი ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და მას დღესაც „იულიუსისკალენდარი“ ეწოდება. კეისრის რეფორმის ნაწილი იყო ასევე პირველი იანვრის აღნიშვნა.დღესასწაული რომაული ორსახა ღვთაების, იანუსის ხსოვნას ეძღვნებოდა (იანვრის სახელწოდებაცსწორედ მისი სახელიდან მოდის). იანუსის ეტიმოლოგია კარს (კარიბჭეს) უკავშირდება. მას, როგორცშესასვლელებისა და გასასვლელების ღმერთს, ხშირად გასაღებით გამოსახავდნენ და წლის, თვისან ზოგადად დასაწყისად მიიჩნევდნენ. რომაელების რწმენით, ორსახა იანუსი ერთი სახითწარსულს გაჰყურებდა, ხოლო მეორეთი – მომავალს უმზერდა.

გრიგორიანული კალენდარი 1582 წლის 4 ოქტომბერს, რომში დაამტკიცეს, რომის პაპის გრიგოლ XIII­-ის მმართველობის დროს. ახალი კალენდრის დამკვიდრება აუცილებელი გახდა, რადგან მეცნიერებმა ხელახლა გადაითვალეს დრო და აღმოაჩინეს, რომ იულიუსის კალენდარს ყოველ წელს ნაშთად რჩებოდა 11 წუთი და 13.9 წამი. დარჩენილი დრო საუკუნეების განმავლობაში 10 დღედ იქცა. გრიგოლ XIII­მ 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოაცხადა და დროის უზუსტობა ასე გასწორდა. 1918 წელს, რევოლუციის შემდეგ, დასავლურ გრიგორიანულ კალენდარზე ბოლშევიკებიც გადავიდნენ. საქართველოში სამოქალაქო (გრიგორიანულ) კალენდართან ერთად მოქმედებს იულიანური საეკლესიო კალენდარიც.
ძველ და ახალ კალენდარს შორის განსხვავება 13 დღეა. დღეს იულიანურ კალენდარს იყენებს რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია: იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის და საქართველოსი.

 

ჴულ, გუიზ და ფეხ

ახალი წლის წინა დილით, სვანეთში, სოფელ ეცერში ოჯახის რომელიმე კაცი წავიდოდა ტყეში და იქ მოჭრიდა მსხლის ხეს, რომელ­ საც „ჴულ­-ი“ ეწოდებოდა, მრავალკვირტიან თხილის ტოტებს, რომელთა კონასაც „გუიზ­ს“ ეძახდნენ და მუხის ტოტს, რომელსაც „ფეხ-­ი“ ერქვა.

მსხლის ხის მოჭრისას კაცი განსაკუთრებულ ყურადღებას იმას აქცევდა, თუ როგორ და­ეცემოდა მიწაზე ხისგან ავარდნილი პირვე­ლი ნაფოტი: თუ კანით მოექცეოდა მიწაზე, ეს სვანებს კარგ ნიშნად მიაჩნდათ – თეთრი წელიწადი გაგვითენდება, ე.ი. სამხიარუ­ლო და საბედნიერო წალიწადიო, ხოლო თუ ნაფოტი გულით დაეცემოდა ძირს, ეს ცუდის ნიშანი იყო. ნაფოტი, მოჭრილი ხე და ტოტე­ბი შინ მიჰქონდათ. ნაფოტს რძის საკვეთში (ალდგრში) დებდნენ, ხოლო ჴულ­სა და გუ­იზ­ს გარეთ, კალოზე ტოვებდნენ.

ნავახშმევს იწყებდნენ მეორე დღისთვის მზა­დებას. სახლის უფროსი ქალი გამოაცხობ­და მრავალ სადღეობო კვერს. დიასახლისი წმინდა მარიამის რიტუალურ პურს მოცომავდა და დააგუნდავებდა, შემდეგ ამ გუნდას ნაჭრე­ბად დაგლეჯდა, თითოეულ ნაჭერს ამა თუ იმ ახლო ნათესავს ან მეგობარს შეუსახელებდა, შემდეგ კვლავ შეაერთებდა და ერთი მთლია­ნი გუნდისაგან გამოაცხობდა შუაში ნახვრეტი­ ან, მრგვალ და მრავალ კუწუბიან კვერს.

ეშხუამ (ახალი წლის წინა ღამე) ღამით პურების ცხობაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო, განურჩევლად მრწამსისა.

ახალი წლის წინა ღამით ასევე მზადდებოდა საახალწლო შემოსალოცი, ლაჭშხირი. გი­დელში ჩააწყობდნენ რიტუალურ პურებს, ზედ ხაჭაპურს დაადებდნენ, მის ზემოთ პუხუარს, ღორის თავს, წერქუას ვერცხლის ფულით შემკობილ ვაშლებს, ბამბას, კანაფს და სხვა.

svaneti mekvle

svaneti mekvleoba

მეკვლეობა ახალი წლის დილას, ლატალი, სოფელი მაცხვარიში, გუარ გირგვლიანის ოჯახი, 1931 წ. საქართველოს ეროვნული არქივიდან


1 იანვარი, 1922 წელი

დასრულდა 1921 წელი და წარსულის სავანეში ჩაესვენა. მრავალფეროვანი იყო ის ღარიბ-ღატაკთათვის. მან დასწყვიტა მენშევიკური ბორკილები, რომლითაც შებორკილი იყო საქართველოს მშრომელი, მან გაანთავისუფლა მიჯაჭვული ამირანი და მით მშრომელთა ნებისყოფას მისცა ფართო გასაქანი განვითარებისა. 1921 წელმა დალეწა მენშევიზმის „დემოკრატიული“ კედლები, ნაცარ-ტუტათ აქცია გაკოტრებულთა „დემოკრატია“, სამარცხვინოთ ჩასდო საფლავში „პატივცემული“ გვამი – ქართული მენშევიზმი...

ძველმა წელმა გაანთავისუფლა საქართველოს ღარიბ-ღატაკნი მენშევიკების ტყვეობისაგან და უთხრა: გამოსჭედე შენი ბედი, თითონვე შენ აიღე ხელთ სადავე ქვეყნისა, გახდი ცხოვრების მესაჭე და მით შეიქნები ერთ-ერთი ძლიერ რაზმათ პროლეტარულ რევოლიუციისა.

ძველმა წელმა შექმნა პირველი სიმაგრეები პროლეტარიატისა, თბილისის და ბათომის საბჭო, რომელსაც საფუძვლად დეადო მუშისა და გლეხის ძლიერი რკინისებური ნებისყოფა. ახალ წელმა კი ლოღიკურს დასკვნამდის უნდა მიიყვანოს საქართველოს მუშათა კლასის რევოლიუციონური შემოქმედება. მან უნდა შექმნას მთლიანად მშრომელთა მიუვალი ციხე სიმაგრე-მოჰფინოს მუშურ გლეხური სახელმწიფო საბჭოებით. ახალმა წელმა უნდა მოაწესრიგოს სამეურნეო ცხოვრება, ხელი შეუწყოს ქვეყნის საწარმოო ძალთა აღდგენას, მოკლეთ, შექმნას შესაძლებლობა ეკონომიური რენესანსისა, რომელიც არის საიმედო დასაყრდნობი პოლიტიკური შემოქმედებისთვის. ჩვენი კავშირები კი კვლავ ახალგაზრდული ენერგიით, რევოლიუციონური და კომუნისტური ენტუზიაზმით უნდა გადაეშვან ახალი წლის მუშაობაში და თავის ძალთა მობილიზაციით ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიურ აღორძინებას.

1921 წელი მოკვდა. ის ისტორიას ჩაბარდა. მის ნაცვლად მოვიდა ახალი წელი.

გაუმარჯოს ახალ წელს.


kosmosi 1925

© NASA. ედუინ ჰაბლმა ამ დღეს კოსმოსი აღმოაჩინა. 01.01.1925


აბრამიანის სანთელი

რამდენიც სახლში სული იყო, იმდენი ბედის კვერი უნდა ჩაგვეკრა. თუ ჩავარდებოდა, ქოშიმანს, ვაიმე, შვილო, ან ავათ გამიხდები, ან რამე მოგივა. მართა­ლიც იყო: ისე ვიყავით ხოლმე. მერე დავაკრამდით კიდევ ბასილას: როგორც კაცი, ისე გამოვსახამდით, ხელებს, თავსა, ფეხებს გამოვსახამდით, ქამარს, ხან­ჯალს შემოვარტყამდით. კეცს ჩავდგამდით თონეში და გაკეთებულ ბასილასა კეცზე დავადგამდით, თან ჩამიჩით, როგორც კაცს, თვალებს გაუკეთებდით. მე­რე რო ამოვიღებდით თონიდანა, სუყველა იმ ბედის კვერებს ცხრილზე დავალაგებდით. ღამე მერე ღორის თავს დავდებდით, მოხარშულსა, თან ქათამს დავდებ­დით; მერე იმას რო დავალაგებდით, გოზინაყს გავა­კეთებდით, ჩურჩხელებს დავალაგებდით, სამთელსაც ზედ დავალაგებდით, სპიჩკასაც. მეკვლე შემოიტანდა აბრამიანსა და ფოთელს დაალაგებდა ღამის პირველ საათზე. ცეცხლს არ შეუბერამდა, კალთებით დაუბე­რამდა, გავიბერებიო!

მერე რო წავიდოდა, იმ აბრამი­ანისა სანთელს აიღებდა, თან საღვინე ხელში ეჭირა. ხან თონეს მიულოცამდა, ხან საბძელს მიულოცამ­

და, რო ბარაქა მეტი იყოს, დოვლათი საქონელსაო. კვერცხს მიულოცამდა. ახლა აბრამიანს რო შემოი­ტანდა გარედან და მიწაზე რო დადგებოდა, იტყოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩვენი, კვალი ანგელოზისა“. მერე დაუვლიდა, ჩურჩხელა ეჭირა, ყველას ლოგინში დაგვაბერებდა, მერე ცეცხლს აანთებდა, ის ფოთოლი იწოდა და ნაპერწკლებს რო ისროდა, ადიოდა, ამბობდა: ამდენი ცხვარი, ამდე­ნი ძროხები, ამდენი ხალხი. გაჰქონდა ბურბური. რო უჩხრეკამდა, უფრო მეტი ნაპერწკლები ადიოდა. მერე რო გაათავებდა, წვადს შესწვამდა, კვერცხსაც შესწვამ­და. კვერცხს თითონ შეშჭამდა, წვადს ჩვენ გვაჭმევდა, მერე რო ავდგებოდით, ღვინოს დავლევდით, ისევ დავწვებოდით.

პელაგია ლასურაშვილი, ეფემია გალაშვილი, ბიღა დედიაშვილი, ზემო ქართლი, 1936 წ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა