ბარნსის ფარსის არსი
(ასლები, ასლები)
მეთვრამეტე საუკუნემდე ნახატების უმეტესობას სახელწოდება არ ჰქონდა. სახელდების აუცილებლობა გააჩინა ბაზარმა, კომერციალიზაციამ (და ალბათ, ნახატების აურაცხელმა რაოდენობამაც). დიდი საიდუმლო არც ისაა, რომ მომხმარებელი ახლა გაცილებით ნაკლებად „მოწყვლადია“ ესთეტიკის მიმართ, ვიდრე ოდესმე. დღეს ესთეტიკურ ფაქტებს სჭირდება სახელი, კოდი, შიფრი, რომ გასაგები გახდეს, თუ რაზეა საუბარი.
მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ სახელი ვიცით, მაგრამ ფაქტი არ ჩანს?! მეტიც, ის ფაქტი, რომლის სახელიც ვიცით, შესაძლოა არც არასოდეს არსებულიყო. ასლი დედნის გარეშე – შესანიშნავი იდეაა. რამე რო იყოს, მავანი ფილოსოფოსი (დავარქვათ მას პირობითად ჟან ბოდრიარი) ამ იდეას სიმულაკრას უწოდებდა და აზროვნების ფლაგმანის სტატუსსაც გაირტყამდა. ხოლო ვინმე მწერალი (მასაც დავარქვათ პირობითი სახელი, მაგალითად, ჯულიან ბარნსი) მთელ რომანს დაწერდა, სადაც ოსტატური დაცინვით ისაუბრებდა ასლებზე, ასლების ასლებზე, ასლების ასლების ასლებზე და ა.შ.
ის აზრი, რომ ჩვენს ცნობიერებას სიმულაკრა აკრავს, გავლილი აზრია, კარგად და