ცარიელი ბრძოლის ველი | ლიკა ჯალაღანია
ნათია ხარატიშვილი, ორგანიზაცია „იდენტობის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი 2015-2018 წლებში, აქტივისტი
ლიკა ჯალაღანია: შენთვის რა არის მთავარი, როდესაც 17 მაისზე ვსაუბრობთ?
ნათია ხარატიშვილი: 17 მაისამდე ჯერ იყო უსამართლობის განცდა, რაც იმ დღეს არ დაწყებულა. თითქოს – გარეთ გასვლა, გამოჩენა, პროტესტი – ზუსტად გამოხატავდა იმას, რომ ეს ჩვენი ამბავი ჩვეულებრივია. რატომ უნდა ყოფილიყო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მე მივეკუთვნები, ასე გასაიდუმლოებული, დამალული, შეურაცხყოფილი?! აი, ეს იყო ამ ყველაფრის უკან. იყო ცოტა აჟიტირებაც, რაც ბუნებრივია, როცა ადამიანი საკუთარ იდენტობას ასე, საჯაროდ აფიქსირებს. თუმცა, ასე ვიწროდაც არ ვუყურებდით ამას. არასდროს ცალკე არ არსებობდა ეს დღე – არ თიშავდა სხვებს და არ ახმოვანებდა მხოლოდ ერთი ჯგუფის ჩაგვრას.
მე იმ ადამიანებს შორის ვიყავი, ვინც ყველაზე გვიან დატოვა იქაურობა.
არც ავტობუსით გავსულვარ, არც ტაქსით. ორი ხდებ