ჩუმი რევოლუციები და ურინოტესტირება
06.04.2016დღეს ნარკოპოლიტიკაზე ყველგან საუბრობენ – პარლამენტში, მედიაში, ტრანსპორტში, ოჯახებსა თუ სამეგობროში. დეკრიმინალიზაცია, ლეგალიზაცია, ლიბერალიზაცია ის ტერმინებია, რომლებსაც ხშირად გაიგონებთ, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის ზუსტად გვესმის ის, რაზეც ვსაუბრობთ.
ნარკოტიკების წინააღმდეგ პრეზიდენტ ნიქსონის თაოსნობით გამოცხადებული ომის 50-ე წლისთავზე მსოფლიომ აღიარა, რომ ეს ბრძოლა, რომელზეც ტრილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, უაზროა, ადამიანის ღირსებას ლახავს და შედეგი არ მოაქვს.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარუმატებელი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც არათუ არ შეამცირა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ხელმისაწვდომობა, არამედ ახალი პრეპარატების გაჩენას შეუწყო ხელი. დღეს მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ არაეფექტურმა ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ბედნიერება შეიწირა.
საქართველოში კი ძველი ინერციით მივდივართ – ნარკოტიკის მომხმარებლებს ვდევნით, ვაჯარიმებთ და, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების ნაცვლად, ციხეში ვუშვებთ. შედეგი კი ისაა, რომ ბოლო ექვსი წ