დასაფლავება | გოგი, ცხინვალი
07.04.2020
გოგი, 44 წლის, ცხინვალი
პატარები ვიყავით, მამაჩემმა ჟინვალჰესზე რო დაიწყო მუშაობა. იქით გადავედით საცხოვრებლად. სკოლა ჟინვალში დავამთავრე და ინსტიტუტში ჩასაბარებლად მოსკოვში წავედი. დედა და მამა უკვე გაცილებულები იყვნენ. დედაჩემი ჟინვალში დარჩა, უკვე პენსიონერი იყო, მამაჩემი ცხინვალში წავიდა. მას მერე აღარც მინახავს. მოსკოვში პირველ წელს ჯარში ვიმსახურე. აქეთ, ჩემი დები გათხოვდნენ, ძმამ რუსთავის მილიციაში დაიწყო მუშაობა.
1991 წელი იყო, გაზეთში საქართველო მარტო ქართველებისთვისო, წერდნენ. დედაჩემს ვეკითხებოდი, დედი, ეს რა ხდება-მეთქი და არ ინერვიულოო, მე ვინ რას დამიშავებს, სამოცი წლის ქალსო. ერთხელა ქუჩაში სცემეს, მითხრა რაღაც ქართული გვარი, ოსი რომ ვიყავი, იმიტომ მცემაო.
სულ ვეკითხებოდი, დედა, წამოვიდე-მეთქი? არაო.
ჩემი ძმა აფრთხილებდა, დედაჩემო, სახლიდან არ გამოხვიდეო. მაგრამ იმ სახლშიც, ხან რას უგდებდნენ, ხან რას, წადი აქედან,
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი