გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

მფრინავი კოიოტი | მარი, თბილისი-თელავივი

მარი, 30 წლის, თბილისი-თელავივი

„სულ თხუთმეტია. ყველაფერი გექნებათ მზად, შენ უნდა ჩაიყვანო დანიშნულების ადგილას, დაკითხვა იქნება თუ გასაუბრება – ყველაფერი ისე უნდა გაატარო, არავინ დაიწვას, არ დაიკარგოს, არ გაიჭედოთ“, – ეს იყო ჩემი მთავარი დავალება.

ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციამდე.

ძალიან ბევრი იყო მსურველი.

ისრაელში ლეგალური გადასვლის და არალეგალურად დარჩენის ყველაზე გაბაზრებული გზა პილიგრიმების ჯგუფები იყო. ამიტომ პილიგრიმებს ისე ამოწმებდნენ, ლამის სულში უძვრებოდნენ, აეროპორტში მგონი პირდაპირ მოსადის წევრები გელაპარაკებოდნენ. თვითმფრინავი მოუბრუნებიათ უკან. ყოფილა, რომ ჯგუფიდან შვიდი, ან თხუთმეტი ადამიანი დაუტოვებიათ. რეგისტრაციაზევე აჩერებდნენ, ბარგს არ აბარებინებდნენ.

მაგრამ იყო სხვა, უფრო უსაფრთხო გზებიც – კონფერენცია, ვორკშოპი, ტრენინგი.

საბუთებზე ყველაფერი აჟურშია: ანგარიშზე თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვორკშოპზე მოწვევა ორგანიზაციიდან, შრომითი ხელშეკრულება კომპანიისგან, სადაც მუშაობ – ოღონდ ყველაფერი გამოგონილია.

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

გამოწერა
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა