დედის დღე | მარიამი, ფლორენცია
29.04.2020მარიამი, 31 წლის, ფლორენცია
ერთხელ დამირეკა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, იუსტიციაში მოდიო. მივედი და მითხრა, პასპორტი უნდა გააკეთო და იტალიაში წახვიდეო. ფინანსური მდგომარეობა გვქონდა ძალიან რთული. მე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, ორი შვილი მყავდა, ხუთი და ექვსი წლის და თან დედაჩემიც ემიგრაციაში იყო, საბერძნეთში მუშაობდა. ბავშვები ძალიან პატარები არიან-მეთქი, მაგრამ, რასაც ეს ადამიანი იტყოდა, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, სხვა გზა არ მქონდა. თან ისეთი ეჭვიანი იყო, მაშინ უკვე ვფიქრობდი, იქ რამე საბაბი არ მოიგონოს-მეთქი.
მაგრამ, როგორც მითხრა, გავაკეთე პასპორტი, ავიღე ვიზა და ორ კვირაში იტალიაში წავედი. დამპირდა, მეც მალე ჩამოვალო. დილის ექვსი საათი იყო, ბავშვებს ეძინათ, შევედი ოთახში, დავჯექი საწოლზე და მძინარეებს ვეფერებოდი. მახსოვს, როგორ ვტიროდი ჩუმად, რომ არ გამეღვიძებინა.
იტალიაში თავიდან ჩემი მეუღლის დასთან ვცხოვრობდი. ძალიან მძიმეა, ენა არ იცი, არ გაქვს საბუთი, თან ხარ ახალგაზრდა. არავის არ უნდა ახალგაზრდა სახლში იმიტომ, რომ იტალიელი ქალებიც ძალია
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი