დილის 6 საათი | ნიკა 31 წლის, ლონდონი
19.04.2020სამი დღეა მაღალი სიცხე მაქვს, ვიწექი, ვერ ვდგებოდი, დღესაც არ ვაპირებდი წასვლას სამსახურში, მაგრამ როდის გამოჩნდება კიდევ ასეთი სამსახური, არ ვიცი. არ მინდოდა, ჩემ მაგივრად სხვა ჩაესვათ და მოკლედ, რა, ავდექი და წავედი.
არც მეგონა, თუ ახალი სამსახური გამოჩნდებოდა. ახალგარემონტებულ სახლებში ან სასტუმროებში, ცოტათი დაზიანებულ ნივთებს და ავეჯს ვასწორებთ. შეიძლება იატაკიც იყოს. ამ საქმეს ფრენჩპოლიშერს ეძახიან აქ.
არ ვიცოდი ეს საქმე, არც ახლა ვიცი, მაგრამ ვსწავლობ. მუშაობის დროს თავზე არავინ მადგას და თუ რამეს ვერ ვაკეთებ, ვურეკავ ხოლმე, ვინც იცის და რჩევას ვეკითხები. ერთხელ და ორჯერ სამსახურზე უარს თუ იტყვი (მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა), მესამედ უკვე აღარავინ დაგირეკავს.
სადაც დღეს ვიყავი, ამ ხალხთან უკვე მეხუთედ ვმუშაობ, მეხუთე საქმეა, რაც შემომთავაზეს.
არ მიყვარს სიტყვა სტრესი, მაგრამ რომ ვფიქრობ, მაგაზე კარგად არაფერი გამოხატავს ჩემს მდგომარეობას იმ მომენტში, როცა გერმანიიდან საფრანგეთში გადავდიოდი – ინგლისისკენ გზაზე. გერმანელებს საზღვარზე რომ დავეჭირე, აუც
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი