ერთი დღე – ერთი რაუნდი
18.04.2018 | 10 წუთიანი საკითხავი„ყველაფერი, რაც გგონია, რომ დამოკიდებულებაზე იცი, არასწორია“.
მეგობრისგან სახლში ბრუნდება. ქუჩაში პოლიცია აჩერებს და მანქანაში ტენის. შეშინებულია. მანქანაში ყველა ჩუმადაა, კითხვებზე არავინ პასუხობს. განყოფილებაში მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ იარაღის შენახვისთვის აპატიმრებენ და წლების გატარება ციხეში მოუწევს. იარაღი მართლაც აქვს, თუმცა, როგორც ჰყვება, იმ დროს მეგობართან აქვს დატოვებული. არასდროს გამოუყენებია, სროლაც არ იცის. უბრალოდ, დროდადრო აჩენს ხოლმე მეგობრებთან, ჰგონია, რომ იარაღით უფრო კაი ტიპი გამოჩნდება. „მერე გავიგე, რომ გოგო, რომელთანაც მანამდე ურთიერთობა მქონდა, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოიყვანა ცოლად. ნაღდად ამ პოლიციელის გაჩალიჩებული იყო“, – ამბობს რეზო. ეს 90-იანების შუა წლებია, ასეთი ურბანული ლეგენდების ოქროს ხანა, როცა ისტორიების ნამდვილობის დადგენა ჯერ კიდევ ძალიან ძნელია.
იმ დროს რეზო 16 წლის იყო. ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში სწ