გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მანქანა
თეგები: #ესე

ესეც ესე

არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ ჩემთვის სიკვდილი რატომღაც ასოცირდება გზის შემკეთებლებთან. თუმცა, რაღა რატომღაც ...

საგზაო ნიშნები, მძიმე ტექნიკა და ახალდაგებული ასფალტი წვიმისას ზედ მოყრილი წვრილი კენჭებით. მოკლედ, მთელი ავარიული საგზაო ატრიბუტიკა და აი, შენელებული კადრებიც: მანქანა როგორ მიცურავს, უფრო სწორად, მისრიალებს ხევში გადასაჩეხად, წინ კი ჯვარი, რკინის მემორიალი – ტრაგიკული შემთხვევის აღმნიშვნელი. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად თავდება.

მანქანა კურსს იცვლის და გზის მოპირდაპირე მწვანე ამაღლებაზე მისრიალებს, პირაღმა ტრიალდება და ჩვენი პატარა „ფოლკსვაგენ ბიტლი“ უსაფრთხოდ აგრძელებს სრიალს თავდაყირა, სანამ გაჩერდება. მაგნიტოფონი მაღალ ხმაზე ჩართული – ჯარეტი თუ... ზუსტად აღარც მახსოვს. ნანა დაბმულია, მე, რა თქმა უნდა – არა. ამან გადაგვარჩინა. მე ვქანაობ ქანქარასავით, ნანა კიდია ღამურასავით. ცოცხალი ხარ? – მესმის და მიხარია ერთდროულად. ესე იგი, ცოცხალია, – ვფიქრობ. ჩამომხსენი, თუ ცოცხალი ხარ, – მთხოვს ნანა. ამოვძვერი და უფრთხილესად ამოვიყვანე.

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა