გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კინო და ცენზურა
თეგები: #ცენზურა

კინო და ცენზურა 9 | იმპერატორის გაკვალული გზა

ნაწილი 9

1961 წელს კოლუმბიელ რეჟისორს, ახალი კინოს ლიდერს, ხოსე მარია არსუაგას „ხუნტის ცენზურად“ ცნობილმა კომიტეტმა ნამდვილი ომი გამოუცხადა: ლათინურამერიკული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის, „ქვის ფესვების“ გადაღების დროს ხელისუფლებამ რეჟისორს თავისი აგენტები, ინფორმატორები, პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მიუგზავნა.

„ქვის ფესვებში“, რომელიც ბოგოტის გარეუბანშია გადაღებული, მხოლოდ არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. არსუაგას სურდა, ეკრანზე დიდი ქალაქის ის ნაწილი აღებეჭდა, რომელიც არასდროს ხვდება კინოკადრში, რომელიც არ აინტერესებს პრესას. ეს 60-იანი წლების დასაწყისის კოლუმბიის ქრონიკაა, წყვეტილი, ნაკლებად შეკრული, გაბმულ სტრუქტურას მოკლებული თხრობა. ცენზურისთვის გაუგებარი იყო, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ნატურალიზმი. არსუაგას აცალეს ფილმის გახმოვანება, მისი ესპანეთში დამონტაჟება, შემდეგ კი კინოთეატრებში საჩვენებლად გამზადებული ასლები მიმოქცევიდან ამოიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ იცოდა – საქმეს აუცილებლად წააგებდა, რეჟისორმა უკან არ დაიხია და კინოკომი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა