გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ოსტაშევსკი
თეგები: #ინტერვიუ

იუჯინ ოსტაშევსკი - საუბარი, სადაც უამრავი ხმა ისმის

ამერიკელი პოეტი, მთარგმნელი, მკვლევარი, ლიტერატორი, დოქტორი იუჯინ  ოსტაშევსკი 1968 წელს ლენინგრადში დაიბადა. 11 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საბჭოთა კავშირიდან ებრაელების პირველი ემიგრაციის ნაკადს გაჰყვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მშობლები იოსიფ ბროდსკის მეგობრები იყვნენ. იუჯინი  თინეიჯერი იყო, როდესაც ბროდსკი გაიცნო. სწორედ მაშინ დაინტერესდა მეჩვიდმეტე საუკუნის პოეზიით, რადგან ბროდსკი დაუსრულებლად საუბრობდა მასზე. ოსტაშევსკიმ აღმოაჩინა, რომ ეს იყო კონცეპტუალური პოეზია, სადაც პოეტები თამაშობდნენ იდეებით, სიტყვებით და, საბოლოოდ, მკითხველი თავიანთ პოეტურ აღმოჩენებამდე მიჰყავდათ. 

იუჯინ ოსტაშევსკიმ დისერტაცია შედარებით ლიტერატურაში სტენფორდის უნივერსიტეტში დაიცვა. ის სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და ასწავლიდა პარიზის, ნიუ-იორკისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. მისი შემოქმედება აღინიშნა მრავალი ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთი, მათ შორისაა: Preis der Stadt Münster für Internationale Poesie, DAAD Berliner Künstlerprogramm prize, ALTA National Translation A

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა