გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხელოსანი, ოსტატი და გლეხი ფეოდალურ საქართველოში | აკაკი ჩიქობავა

წინაფეოდალურ ეპოქაში საკუთრება თემის იყო, თემშივე ნაწილდებოდა შრომაც. ფეოდალური საკუთრების ნიშნები გაჩნდა მაშინ, როდესაც საზოგადოების დანაწევრება დაიწყო. ნაკლები შეძლების ადამიანი ბატონის საკუთრება გახდა და ნებისმიერი შრომა, რასაც ის გასწევდა, ბატონისა იყო – გლეხი თავისი ფეოდალის მეურნეობის გამდიდრებას ემსახურებოდა.

საერთოდ, ყველა ეპოქას შრომის თავისებური იძულება ახასიათებს. ფეოდალიზმისთვის გარეეკონომიკური იძულებაა დამახასიათებელი:

ესაა დრო, როცა გლეხს მიწაზე უფლება არ გააჩნია ან ეს უფლება ეფემერულია; როცა მას მცირე საწარმოო საშუალებაც კი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ პიროვნულად მაინც დამოკიდებულია ბატონზე და წართმეული აქვს უფლება, თვითონვე განკარგოს შრომის შედეგი. ის, თავისი საკუთრებიანად, თავად წარმოადგენს საკუთრებას – ყმაა და ეს მდგომარეობა იძულებულს ხდის, რასაც მოიწევს, მისი ¼, ბეგარის სახით, ფეოდალს ჩააბაროს. 

ყოველივე ეს, გლეხის ყოფას ამძიმებდა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ, როდესაც მთელი ძალაუფლება სათავადოების ხელში გად

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა