გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კულტურის სანიტარი | გიორგი ბუნდოვანი

...

ქვემორე მოყვანილი ჩემი ლექსები

გუნდად შეიკრნენ, როგორც მერცხლები,
და და-ვარდნილი მიწაზე ნაღმი
არის ბუნტარულ ლექსების შარმი,
კულტურა ექიმს ელის, ნეტარი,
მის ნაცვლად მოდის დღეს სანიტარი.

...

ALT-კულტურის კატეხიზმო!

დღევანდელ კულტურას მე ვარჩევ ანტი-კულტურას,
რადგანაც კულტურამ დაკარგა დიადი საზრისი!
ლექსებით დავნერგავ შლეგურ სუბ-კულტურას,
- დიუშანის პისუარს, დავუგოთ - ოქროს საწმისი!

და-და-მ შეჭამა, რაც რამ მის შემდგომ არტმა შვა,
და კონტრ-კულტურამ ვუდსტოკში ლაღად იბარტყა...
ყოველგვარ ნორმების, წესების, გულს მირევს დანახვა!
Фუტურიზმს, სიმბოლიზმს მსურს წიხლი მივარტყა!..

დაბერდა, აყროლდა, კლასიკა, ბაროკო, სვასტიკა
და და-და-რდიანდა ჰენდრიქსის, სიეტლში, საფლავი...
- არა ომს! პაციфიზმს - სულ სხვა გალაქტიკა!..
ხელოვანს რა დარჩა აქ, საჯიჯგნ-სახრავი?..

ჰიპების პლეადა, თაობა ზეციურ მერცხლების,
ბიტნიკთა ჰიმნები, ხელწერით - Freedom - და სიმღერა...
ბობ მარლის კულულებს -კანაფის კვამლური შეფერვის -
- ვიხსენებ, ვისიზმრებ... დღეს  რითღა, გული, ვიჯერო?

ჯოპლინის ცრემლებით ბეტელის მიწები ინამა,
ჯიმი არ შეუშვეს! კოკერმა გაგლიჯა იოგი...
მე იმ კულტურიდან მონაქროლ სიოში ბინა მაქ,
ვარ იმ მოვლენების ერთგული მესაყდრე ინოკი...

 

„ДА – ДА…“

(ალო და-და-ს...)

კრიტიკული უძრაობა დავთესე.                                               
ვიმკი სველ წინდებს, კიდევ მუხლებში ლურსმნებს -
დაღუნულს.
ლიანდაგებზე ვაშრობ ბრინჯს და ვაწყობ კამათლებს,
„პოეზდი“ მოჰქრის, რომელშიც არ მუშაობს
ერთი ტუალეტიც!
და ღიპგამძღარი სნობები აფსამენ ფანჯრებიდან
პეპსი-კოლას...
პეპლის გალიაში ყოლას კი ჯობია
მისგან ჰერბარიუმი!
როცა კახპობა სალოსობაა და მღვდლობა კი ბოზობა! -
გავჰკარი ასეთ რეალობას...
არ-ვერ შემდგარი კარიკატურული პერსონების
უმისამართო გინების
ჰორიზონტალური ცათამბჯენები...
სართულების სიმსივნური ზედნაშენებით...
რომლებიდანაც მე ვაფრენ დაჭრილ მერცხლებს...
- ფრთების გარეშე!
მიწაზე კი სკდებიან სისხლით სავსე ღამის ქოთნები,
ბოთლები დეპუტატების фეკალიებით და
ფურთხით დატენილი ბომბები...
აქ რახანია „სექს-შოპები“ მილეწ-მოლეწეს!
და ახლა მათში მაწონი იყიდება,
კიდევ მარაოები ნაირ-ნაირი...
და საღეჭი რეზინი „PEDRO“.
-დავარდა დედა! დედამ დამბადა მაშინ,
როცა ლაბადაც არ ჰქონდა ბავშვის...
დაბერდა და დაიჩუტა დედა,
მას სხვები ეძახდნენ დეიდას და
მე კი დუდას, ენის ამოდგმამდე...
ბაყაყი დამიკლა ბოლოს,
ჭლექიანი ვერცხლის ბაყაყი!
-ხორცს აღარ ვჭამ დედა, და ვარ ამაყი!...
დრაკონმა დამაბიჯა გემოვნების კაფსულაზე
და უცებ - პუუჰ, გასკდა!
გადმოიღვარა ჩემგან, იმპულსურად, კაკაфონია...
ნორმატიული სტანდარტების „მასტერ კლასს“
- დავადე!
წესები ჩემზე არ ჭრის, თანაც მძინავს ტროტუარებზე.
ქუჩის ძაღლი მაწოვებს ძუძუს და დედის მკერდი
მივახატე სახლის კარებზე,
როგორც ავატარი!
ვოკალში სუსტი ვარ, ბოკალში ვყრი კრეკერებს,
გადავდე ცხოვრება, მადარდებს ძველი კარადა -
ეს არის დადა-სტურება, ჩემგან,
- იმ უძრაობის!
და და-მიანე, მეზობლის ბავშვი, ისაქმებს იმ კარადაში...
მე კი მიწევს ამის ყურება!
დედა დუდას კი აღარ შეუძლია სისუფთავის დაცვა!
ბაყაყმა იყივლა ლამბაქზე და გადახტა -
ციფრულ სივრცეში...
ღმერთი იცინის ულვაშებში
და-და-რდიანდა, თანაც, აშკარად...
დედამ მომართვა გამხმარი ქადა,
გუშინწინდელი.
მერე ზარია, ყურმილს იღებს
და მესმის
რუსულ-სვეცკურად:
„ДАа-ДАа“...


DA DA-ს ვიტალიზმი!

გენდერული ტენდერი და ბლენდერი
- 120 ვატიანი!
კლიმაქტოზური ხანდაზმულობა
დატანილი დაფნის დაფაზე
სადაც დადის და და
როგორც фაეტონი ბამბაზიის პროსპექტებზე
ღამით!
მიშრიალებს სირაქლემის კუდზე...
და და-ნაგვიანებულ ქუჩების დეგრადირებული
ანატომია...
დელტა-გეომეტრია, გამა-სტერეომეტრია...
ჭიტლაყი უკანალში, გასიებულ დუმაში,
ჭიტლაყი ულაყის!
ის фროტაჟს მოკლებულთაგანი იდიოტკაა!
ბომონდია! ბომონდია- ძველ სკვერში...
სექსი არ არსებობს!
ის фატალიზმშია...
დახოცე და აღხოცე ყველა საგნის ისტორია-
როცა ხარ და-და!
როცა არა ხარ კატა!
- დადა ვატირე შენი!!
- გადაგატარე უთო თვალზე!
фონეტიკურად კინეტიკური აბსურდის სუნით
ყარხარ!
კენწეროზე ამხტარა ციყვი, ეს ბრიყვი
ხინკალი, კუჭის გარეშე!..
ეს ფალოსივით ქაბაბი!
დრამატურგიული უჩემობით დაიხურა
ყველა წიგნის აბზაცი...
და და - ზარმაცი!
და და -  წარმტაცი!
მახინჯი და წმინდაა დადა!!
- ზედნაშენების გარეშე!
დეკორაციების გარეშე, რომ გაფაქიზებულა
უსაშველობამდე
და
ახდენს პოეტების მეტაфიზიკურ ზე-ზონდირებას
საუკუნეებს მიღმა!
მეტეორულ ტალახში...
და ბოლოს - მე შენ იმიტომ ვერ გიტან,
რომ მიყვარხარ მიწით და სივრცით...
ამიტომ მოგკლავ ახლავე!
ჩაის ლამბაქზე დავალპობ შენს კანს...
სულში კი „ქამელი“ ჩაგაფურთხებს
- ორკუზიანი!
ზარბაზანი!
ზარ-თავზარი!
ზარ-ზეიმი...
- მოვტყან ის ზნეობა, რომელიც შირმაა
შენთვის!
ძირმაგარა გავხეთქე და ჩირქის მაგიერ
ამოხტა მუმია
- ხელ-ფეხ დაუკრეფელი,
სახელად დადასტანი...
ავღანისტანი...
ანარქისტანი...
კაბალისტანი...
მე-7 ავენიუზე!...
და-და კი კურნავს კიბოს!...


და და-ახდა! 

დადა ფეხსაცმელია!
დადა ფეხსაცმლის ქუსლია,
დაბრეცილი,
რომელზეც ვდგავარ!
დადა ზუსტია და სველი,
დადა არ არსებობს!
ის არც გამოგონილია!
არც რეალური!
ის ჟანგია და
ისაა ცეცხლიც...
კალიის თვალი და ბაყაყის
ბარკალია დადა!
მოხარშული...
დადაციყვისკუდია
მისალოც ბარათზე!
დადა სამძიმარია, მასხარის!
დადა ვიტრაჟი და მაკიაჟია!
ისაა თაგვი!
თაგვის ხაფანგია დადა!
მას ჭყლეტ
ის კი არ კვდება!
-როგორ მოკვდება დადა,
როცა არც დაბადებულა?
ანუ დადა დაუბადებელია;
არც დაწყებულა!
არც დასრულდება!
დადა ახტა,
მერე კი ახდა!
ისზისრაკეტაში
და მიჰქრის არსად!
დადა წარბებია შენი
შეღებილი მაწვნით
და გუაშით;
-ჰო, ის მაკიაჟია
ნავთის...
-დადა ზურაა!
-დადა დადიანია!
-დადა მეც ვარ...
ის ყველაა და არავინ!
დადა გიჟია!
ის ყველაზე ნორმალურია!
ავადმყოფია და სულელი დადა!
რადგანაც გაზეთია და სკაროსი...
ხეა და ლიმონია, დადა!
დადა აქლემის კუზია!
ის ბუზია ასევე,
რომელიც დავკალი გუშინ!...


სანიტრის მანიфესტი!

ჩემს ირგვლივ
და გარშემო,
აღმა თუ დაღმა:
-ჰაერი დანაღმულია!
-მიწა დანაღმულია!
-ცა დანაღმულია!
-წყალი დანაღმულია!
-ჰორიზონტი დანაღმულია!
--„ადამიანებით“!
ადამიანები ბომბებია,
მინებია კომუфლიაჟებში!
ანუ ისინია თავად ეს ნაღმები,
წკიპზე შემართულნი
ყველაფრის ასაოხრებლად
-აქ!
ცოცხლებიც და მკვდრებიც!
სუსტებიც და ჯანმრთელნიც!
ჩალოგინებულნიც და კულტურისტებიც...
მათ ხომ ტროტილის საფშვინველი უდგათ!
ზოგი ნაკლებ დამანგრეველია,
ზოგი საშუალოდ,
ზოგი კატასტროფულად!
მაგრამ ეს სულერთია...
რადგანაც ყველა ტოქსიკურია
და მომაკვდინებელი!..
ყოველი მათგანი იფეთქებს
ადრე თუ გვიან!
მათ შორის კი მე ვდგავარ-
საუკუნეებია უკვე...
მარტოდ და კენტად-
დათოვლილი კილმანჯაროსავით!..
მე - სიმართლის და სამართლის
სასაცილო აჩრდილი...
მოჩვენება და ილუზია...
თანაც ყოველგვარი დამცავი
აღჭურვილობის გარეშე!
-მე ვინ?
- ან სულაც რა?

- კულტურის სანიტარი!

-საველე სანიტარი!
-სამიზნე სანიტარი!
-საზარბაზნეხორცე სანიტარი!
და მთელმა პლანეტამ რომ იფეთქოს
ერთიანად
ჩემს საფშვინველს ვერ გააქრობს;
ვერ ჩააქრობს;
ვერ ჩააჩუმებს;
რადგანაც ტროტილის ნაცვლად
მასში პოეტის ფაქიზი
სული კრთის
და ბორგავს!
პოეტის სული სამურაივითაა...
თავად თუ გაიკეთებს ჰარაკირს, მხოლოდ!
ის ტყვედ არასოდეს ჩაბარდება!...
ის არასოდეს იქცევა მონად!
ის ვერავის დაექვემდებარება!
ის არაორგანულია და უფორმო!
ის თავს იცავს ამით!
ეს მისი დაზღვევაა
განადგურებისაგან!
ხოლო პოეზია კი უკვდავებაა!
ისაა ღმერთიც და ფერდიც
ადამის...
ის  მუმიფიცირებულია, სამარადჟამოდ,
ჩემში!..
ის შიდაორგანოთაგანია!
ის ჩემი სისხლია!
ქრომოსომებია ჩემი...
ის თავად მე ვარ!..

და ეს ჩემი ბოლო მანიфესტია!

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა