#მევარმეთექვსმეტე
06.09.2017 | 7 წუთიანი საკითხავისაბჭოთა დროს, 1980-იანი წლების დასასრულს, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, იმას, რაც დღეს ქართული რაგბის თავს ხდება, ყველაზე დიდი ფანტაზიის მქონე ქართველი მორაგბეც კი ვერ წარმოიდგენდა. ეს იყო დრო, როცა რაგბის შესახებ მხოლოდ რაგბის მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და მათმა ახლობლებმა იცოდნენ და ეს ახლობლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ მორაგბე შინაურს: "ამან ხომ არ გააფრინა, რას დასდევს ამ ნესვს და დაბეგვილი რას დაიარებაო". ერთი ჩემი მეგობარი მორაგბის ბებია რაგბის ბრაგვსაც კი ეძახდა ‒ დაბრეგვავენ ერთმანეთს და ამბობენ, რა მაგარიაო. უკვირდა ძალიან.
იმ იშვიათთაგან ერთი, რომელიც „ნესვით“ ბურთაობაზე უზომოდ იყო შეყვარებული, ვაკეში, რიგის ქუჩაზე ცხოვრობდა – გურამ მოდებაძე, მეტსახელად „ბურძგლა“ – კაცი, რომელმაც უამრავი მაგარი მორაგბე აღმოაჩინა და გაზარდა. ჰოდა, დაგვსვამდა თავის პატარა და მყუდრო სახლში „ბურძგლა“, ჩაგვირთავდა ვიდეოს და საბჭოთა კავშირში ჩუმად შემოტანილ ვიდეოკასეტაზე ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ინგლისის და სხვა ბობოლების თამაშებს ისე, როგორც ზღაპარს გვაყურებინებდა,