მგონი ვქრები
23.12.2019ინტერვიუ თამარა მეარაყიშვილთან
ტექსტი: ნინო ლომაძე
ახალგორი
მესამე წელია, შინაპატიმრობაშია. თამარა მეარაყიშვილს დეფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის წევრები, „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მიღებას ედავებიან. ცხინვალის სასამართლომ ის სამჯერ გაამართლა და ბრალდების მხარემ სამივეჯერ გაასაჩივრა.
108-ე დღეა ახალგორში გზა ჩაიკეტა ყველასთვის, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ იქ დარჩა საცხოვრებლად. გზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ ოჯახის წევრები - გორში, თბილისში და სხვაგან სტუმრად, სამკურნალოდ, პროდუქტებზე წამოსულები, ახლობლების ოჯახებს აფარებენ თავს. ახალგორში ყველა, თამარას მსგავსად, ახლა შინაპატიმარია.
ბოლო დროს სულ ჩემი დაკავება მახსენდება. მაქედან ორი დღე იყო, ან ერთი კვირა, როცა ვწყვეტდი, რა მე