ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მინიმალურ ხელფასზე მეტი საარსებო მინიმუმი | ნაჯა ორაშვილი

ნაჯა ორაშვილი
კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი


15 წლი­დან ვშრო­მობ და სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი უთა­ნას­წო­რო შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შო­რის, გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით ნაკ­ლე­ბი ანაზღა­უ­რე­ბა. ამიტომ დღეს, ბევრ რა­მეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ვა­ფა­სებ.

შრო­მით უფ­ლე­ბებ­ზე თა­ვი­დან­ვე მეტი ცოდ­ნა და მგრძნობელობა რომ მქო­ნო­და, სხვა­ნა­ი­რად ვი­მოქ­მე­დებ­დი – როგორც და­საქ­მე­ბუ­ლი და როგორც დამ­საქ­მე­ბე­ლიც.

მე მუდ­მი­ვად იმ საზღ­ვ­რის წაშ­ლას ვცდი­ლობ, რაც ორ მხა­რეს ერ­თ­მა­ნე­თის მო­წი­ნა­აღმ­დე­გედ აქ­ცევს. და გულ­წ­რ­ფე­ლად მჯე­რა, რომ წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ ბევ­რი ადა­მი­ა ნის ერთობ­ლი­ვი შრო­მით აღ­წევ. უბ­რა­ლოდ, ხდე­ბა ისეც, რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი დამ­საქ­მე­ბე­ლი პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მო­პო­ვე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით ტკბო­ბას იწყებს, წარ­მა­ტე­ბას თანამშრომლებს არ უყოფს და სხვი­სი შრო­მის ხარ­ჯ­ზე აგ­რო­ვებს სიმ­დიდ­რეს. სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა უთა­ნას­წო­რო­ბა.

ჩემ­მა გა­მოც­დი­ლე­ბა­მ ისიც მაჩ­ვე­ნა, რომ დამ­საქ­მე­ბელს ნამ­დ­ვი­ლად უპი­რა­ტე­სი უფლე­ბე­ბი აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ როლ­ში ყოფ­ნა, თან ძა­ლი­ან მძი­მე ტვირ­თიცა­ა.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­არ­სე­ბო მინიმუმი მინიმალურ ხელ­ფას­ზე მე­ტია და სა­დაც უმთავრესი, ინ­ვეს­ტო­რის ინ­ტე­რე­სი და მის­თ­ვის ხელსაყრელი გარემოს შექ­მ­ნა­ა.

საკ­ლუ­ბო სფეროში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მოწყ­ვ­ლად ჯგუ­ფებს მი­ეკუთ­ვ­ნე­ბა. ამ სივ­რ­ცე­ებ­ში მუ­შა­ო­ბა ზოგ­ჯერ მათ­თ­ვის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ა.

უმ­რავ­ლე­სო­ბა ღა­მის ცვლა­ში მუ­შა­ობს, სა­მუ­შაო 3-6-საათიანი ცვლის გან­რი­გით გვაქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი, ანაზღა­უ­რე­ბა სა­ათ­ში 6.25 ლა­რი­დან - 30 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ჩვენ ვა­ნაზღა­უ­რებთ ზეგანაკვეთურ შრო­მას და და­ნერ­გი­ლი გვაქვს ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მაც. დასაქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი ბარ­ში ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი უფა­სო ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლით და ღა­მე­ზე და­სას­წ­რე­ბი მოსაწვევებითაც სარგებლობენ. უმ­რავ­ლე­სო­ბას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრე­მი­უმ დაზღ­ვე­ვით უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ. ვუწყობთ ხელს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვითა­რე­ბას, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი მა­ინც არ არის. შრომითი პირობების გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სფე­როს მა­ღა­ლი სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გააჩნია.



ფოტო: ხათუნა ხუციშვილი