სტალინის ორდენოსანი, მერე – გადასახლებული | დავით ხვადაგიანი
25.03.2021 | 10 წუთიანი საკითხავინოშრევან საბას ძე გიორგაძე 1918 წელს იმერეთში, სოფელ ციხესულორში დაბადებული ჯარისკაცია, რომელიც 21 წლის იყო, წითელარმიელი რომ გახდა და 1946 წლის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ომში იბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით. რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ ბრძოლებში ტყვედ ჩავარდნა ჩაუთვალეს დანაშაულად, ეჭვის თვალით დაუწყეს ცქერა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ნოშრევან გიორგაძე საბჭოთა ხელისუფლებამ, რამდენიმე წელიწადის დაშორებით, ჯერ განადიდა და შემდეგ გაანადგურა. ჯერ ყველა თავდადება დაუფასა, რითაც მომავალი თავგანწირვისთვისაც წააქეზა და შემდეგ, ტანჯვა და სიმტკიცე წყალში ჩაუყარა. წაართვა იდეალები, დააკარგვინა ღირსება, შეიწირა მისი შვილები. მისი ბიოგრაფიის აღდგენა შესაბამისი კვლევებით დეტალურად გახდა შესაძლებელი, დანარჩენზე – განცდების, დარტყმების, ცხოვრების საზრისის დაკარგვისა და მერე მისი პოვნის სიმძაფრეზე კი – მხოლოდ ვარაუდი.
1951 წლის 23 დეკემბერს, კვირა დღეს, „დოსააფის“ ინსტრუქტორმა ნოშრევან გიორგა