პიანისტი | ხატია ბუნიათიშვილი
ინტერვიუს ჩაწერის დღეს პარიზშია ("ვაიბერით" ველაპარაკეთ). მეორე დილით კი ტოკიოში მიფრინავს. თებერვალში მისი ახალი, მეოთხე ალბომი გამოვიდა. ალბომის გამოსვლას თან განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე - ინტერვიუები, კონცერტები... "კალეიდოსკოპს" ჯერჯერობით მეტწილად დადებითი რეცენზიები აქვს. თუმცა, კლასიკური მუსიკის კრიტიკოსებს ხატია ბუნიათიშვილი ორ ბანაკად ყოფს - ერთი ნაწილისთვის ის კლასიკური მუსიკისადმი ახალი და საინტერესო მიდგომის განსახიერებაა. სხვებისთვის კი, დაკვრის მისეული სტილი ზედმეტად ექსპრესიულია. "ტელეგრაფი" აღნიშნავს ხატიას "გასაოცარ ტექნიკას", მაგრამ იქვე ამატებს, შესრულების მისეული მანერა ეფექტიანია, თუმცა "მეტისმეტიაო". BBC Music კი, ხატია ბუნიათიშვილის ფოტოს გარეკანზე ათავსებს და ქართველ პიანისტს "უშიშარ ვირტუოზს" არქმევს.
ხატია: რეპერტუარს ყოველთვის იმის მიხედვით ვარჩევ, თუ იმ დროს რა ემოციებს განვიცდი. მგონია, რომ ჩემი ალბომი კარგად ასახავს განწყობას, რომელიც ჩაწერის დროს მაქვს. ჩ