ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სიზარმაცის უფლება | პოლ ლაფარგი

პირველი თავი. დამღუპველი დოგმა

ვიყოთ ზარმაცნი ყველაფერში, გარდა სმისა და სიყვარულისა, გარდა თავად სიზარმაცისა. - ლესინგი


უცნაურ ილუზიას შეუპყრია მშრომელთა კლასი იმ ქვეყნებში, სადაც კაპიტალისტური ცივილიზაცია ბატონობს. ამ ილუზიითაა გამოწვეული პიროვნული თუ სოციალური პრობლემები, რომლებიც ორი საუკუნეა აწამებს დასევდიანებულ კაცობრიობას. რა არის ეს ილუზია და – შრომის სიყვარული, შრომისადმი გაჩენილი მძაფრი ვნება, რომელიც სასიცოცხლო ძალას ართმევს ადამიანსა და მის შთამომავლობას. მღვდლები, ეკონომისტები და მორალისტები ამ მენტალურ გადახრას კი არ დაუპირისპირდნენ, შრომა წმინდა შარავანდედით შემოსეს. ბრმებსა და შეზღუდულებს სურდათ, თავიანთ ღმერთზე გონიერნი ყოფილიყვნენ; სუსტებსა და საზიზღრებს იმის აღდგენა უნდოდათ, რაც მათ ღმერთს დაეწყევლა. მე, რომელიც არც ქრისტიანი ვარ, არც ეკონომისტი და არც მორალისტი, ამ ხალხის მსჯელობას ღმერთისას ვუპირისპირებ, მათ რელიგიურ, ეკონომიკურ თუ თავისუფალ აზრთან დაკავშირებულ ეთიკას – შრომის საშინელ შედეგებს კაპიტალისტ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა