პოლიტიკური და სააზროვნო ჩიხი
23.10.2019 | 10 წუთიანი საკითხავისტიქიური მოვლენების წინ დგომა და შელოცვების გამეორება დიდი გულუბრყვილობაა, თუმცა ყველას საკუთარ მანევრზე პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ მიმდინარე მოვლენების აღწერა გადავწყვიტე. მოსაზრებას როგორც აქციებს მოშორებული ადამიანი ვაფიქსირებ, რომელიც ორ შემოთავაზებულ სკამს შორის იატაკზე ჯიუტად ჯდომას ამჯობინებს. ასეთები კი, აქციებზე და მათ მიღმაც, ისევ უმრავლესობაში ვრჩებით. ჩვენთვის შექმნილი მდგომარეობა ჩიხს წარმოადგენს, ამიტომაც გულწრფელად საუბარი გვევალება.
ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებში განსაკუთრებით ჩართულებმა და ჩახედულებმა კარგად ვიცით, რომ ამ სისტემის ძირითადი იარაღი პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს შორის უნდობლობის დათესვაა ‒ ახალგაზრდების შესყიდვა და სისტემაში ინტეგრირება, აგენტები, პროვოკატორები, შანტაჟი, მანიპულაცია და ძალადობა ‒ ეს იმ მანქანის ხელწერაა, რომელიც საზოგადოების თვითგამორკვევის შეჩერებასა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობს. სისტემის შუაგულში ძალაუფლებისთვის ორი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება იბრძვის. როგორ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში? ჩვენი