გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რას უპირისპირდება მზია ამაღლობელი

„დიქტატორები იჭერენ ჟურნალისტებს, უფლებათადამცველებს, თავისუფალ ადამიანებს, იჭერენ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბრალდებით. აქ არაფერ შუაშია ირაკლი დგებუაძის ლოყა. აქ ამოსავალი წერტილია ბიძინა ივანიშვილის განწყობა.“

„მზია ამაღლობელი ბათუმის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა წიგნით „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” - ეს იყო ყველაზე ნიშანდობლივი განაცხადი, ყველაზე მკაფიო სათქმელი, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა იმ პირობებში.“

„მზია ამაღლობელი დღეს არ იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, რომ მას 353-ე პრიმა მუხლი მოუხსნან. მზია ამაღლობელი დღეს იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ და ის არის პირისპირ ფრონტის ხაზზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“

ხატია ჯინჯიხაძე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
გელა მთივლიშვილი, „მთის ამბები“ & „საქართველოს ამბები“
ზვიად ქორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

27 იანვარს პროკურატურასთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 18 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რომ შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა